კვირა, ოქტომბერი 26, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე: "ოქროს საწმისიდან მოყოლებული კოლხი ხალხი იყო...

გიორგი ვაშაძე: “ოქროს საწმისიდან მოყოლებული კოლხი ხალხი იყო ფუნდამენტი საქართველოს ევროპულ ცივილიზაციაში ინტეგრაციის ამიტომ ჩვენ ამას აუცილებლად ერთად გავაკეთებთ”

“ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ” დარჩელში ადგილობრივი ორგანიზაციის ოფისი გახსნა.

ოფისის გახსნაზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და გაერთიანების ლიდერები გიორგი ვაშაძე, პეტრე ცისკარიშვილი, გიგი წერეთელი, ლევან ბეჟაშვილი და ანა წითლიძე იმყოფებოდნენ.

მოსახლეობასთან შეხვედრისას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ყურადღება გაამახვილა “ქართული ოცნების” მცდელობაზე გონებრივად იძალადონ ხალხზე:

ჩვენ ახლა გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. მთელ საქართველოში დავდივართ და სხვათაშორის დარჩელში უკვე მეორედ ვართ. მთელ საქართველოში დავდივართ და ვხედავთ მართლაც საოცარ ერთსულოვნებას.
საქართველო გზას ირჩევს ევროპისკენ. თქვენ ხართ ის ძირძველი ქართველები, რომლებმაც იცით რა ფასი აქვს ევროპაში ინტეგრაციას, ევროპასთან თანამშრომლობას.

ფაქტობრივად ოქროს საწმისიდან მოყოლებული კოლხი ხალხი იყო ფუნდამენტი საქართველოს ევროპულ ცივილიზაციაში ინტეგრაციის. ამიტომ ჩვენ ამას აუცილებლად ერთად გავაკეთებთ, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ “ქართული ოცნება” სუსტი არ არის და დღესაც გამოვიდნენ და შეუძლიათ ხალხზე გონებრივად იძალადონ.

ისევ და ისევ უნდათ ხალხი მოატყუონ, ცრუ დაპირებები შემოიტანონ. აი ახლა პირდაპირ ეთერში ვიყავი აქედან და მეკითხებიან, რომ რას ფიქრობთო სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადებაზე. საპატრიარქომ ხომ გასცა პასუხი, ხომ უთხრა, რომ საარჩევნო თვალსაზრისით არ გამოვაყენებინებთო ეკლესიას და რელიგიას.

გამოდის ივანიშვილი და ბოდიში, მაგრამ თავხედურად ისევ თავისას აწვება. ეს არის მისი დამოკიდებულება ხალხისა და საზოგადოების მიმართ. თქვენთან ერთად მინდა კითხვა დავუსვა ივანიშვილს, რატომ არის ასეთი უმუშევრობა 12 წლიანი მმართველობის შემდგომ? რატომ არაფერი არ განვითარდა რეგიონებში? რატომ გააჩერეს ანაკლია ლაზიკის უზარმაზარი პროექტი, რომელსაც მიხეილ სააკშვილი აკეთებდა.

სულ, რომ დაავიწყდა ეს მხარე ივანიშვილსა და მის გარემოცვაში მყოფ ადამიანებს. რატომ წავიდა მილიონზე მეტი ადამიანი საზღვარგარეთ საშოვარზე? რატომ არის უფრო და უფრო დაბალი შობადობა ქვეყანაში? რატომ არის ახალგაზრდების 52% უმუშევარი?!

ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ მოწყვეტილი არიან რეალობას და სურთ მხოლოდ თავიანთი თავის გამდიდრება და ხალხი იყოს ღარიბი, მათთვის ყველაფერია და არაფერი ხალხისთვის. ეს უსამართლობა უნდა დავასრულოთ 26 ოქტომბერს ყველამ ერთად. ამიტომ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო არჩევანი, კეთილდღეობა ევროპაში ან იზოლაცია გაჭირვებით და უმძიმეს ყოფაში.

ჩვენ ვირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში, სამეგრელოს არა ერთხელ უთქვამს ეს, დარჩელს არაერთხრლ უთქვამს ეს, მთლიანად რეგიონს არაერთხელ უთქვამს და დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერადაც 26 ოქტომბერს სამეგრელოდან დავიწყებთ დიდი გამარჯვების აღნიშვნას.

გვეიმედებით, მაგრები ხართ და გთხოვთ ეს ორი თვე ყველამ ერთად მუხლჩაუხრელად ვიშრომოთ, რომ გამრჯვება მოვუტანოთ ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ოჯახებს”, –  აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს ჯილდო არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ სიმართლის ხმას ვერასოდეს ჩაახშობენ!” – სალომე ზურაბიშვილი...

ევროკავშირის მიერ მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის მინიჭებას ემოციური შეფასებებით...

“რაც არ უნდა დაერქვას ამ აგენტის მიერ ჩადენილი ქმედების ფაქტს – ის არის დანაშაულის...

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში...

მორჩა თქვენი მორალური უპირატესობა, ქოცებო‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, ორი ხელისუფლების თავდაცვის...

“ვინ იყიდის “ლუკოილის” სადგურებს ან შეწყვეტს თუ არა საქმიანობას, მალე გამოჩნდება” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“2 უმნიშვნელოვანესი გარღვევა ხდება უკრაინის საკითხში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ფრონტზე მოსალოდნელ სერიოზულ...

“ამ ბოლო დროს არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ველოდი, რა იქნებოდა რუსეთიდან გადადგმული შემდეგი ნაბიჯი...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი, სოციალურ ქსელში, საფრთხისშემცველი...

“ახლა მაინც თუ ხვდებით რომ გათითოკაცებამ იცის მარცხი, ერთობას ალტერნატივა არ აქვს” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში მიმდინარე...