spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიექიმების ბედის ანაბარა დატოვება არის არაადამიანური, არასწორი ქმედება...

ექიმების ბედის ანაბარა დატოვება არის არაადამიანური, არასწორი ქმედება – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ყოფილი ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი) პერსონალის პრობლემებს ადგილზე გაეცნო. გაირკვა, რომ ექიმებს უმძიმეს მდგომარეობაში უწევთ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება, ხელფასებისა და სამედიცინო ინვენტარის გარეშე. მედიკოსები აღნიშნავენ, რომ ამ მძიმე ვითარების გამო დაიხურა მორფოლოგიისა და ციტოლოგიის კაბინეტები, რამაც გამოიწვია სამედიცინო პერსონალის გადინება. კლინიკის თანამშრომლები სხვა განყოფილებების დახურვასაც არ გამორიცხავენ.

ეს ადგილი, სადაც ახლა ვიმყოფებით უნდა იყოს ფუნდამენტი ონკოლოგიური დაავადებების დამარცხების, მათი მკურნალობის. არ არის ადამიანური, როცა იღებ პასუხისმგებლობას და ექიმებს და ინფრასტრუქტურას ასეთ პირობებში ამყოფებ. ამ დროს მარტო ექიმები კი არ ზარალდებიან – ავადმყოფები, პაციენტები ზარალდებიან და ვერ ვშველით იმ ადამიანს, რომელსაც შეიძლება ვუშველოთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის გადაწყვეტა.

შევთანხმდით კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, ექიმებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკა გვერდით უნდა გადავდოთ და საკითხი მოგვარდეს.

ქალბატონ ტიკარაძეს მოვუწოდებ, რომ მზად ვართ ნებისმიერ წამს შეხვედრისათვის, რომ ეს საქმე გადაიჭრას. ეს არის მისი პასუხისმგებლობა და ვერ დაიძვრენს თავს ამ პასუხისმგებლობისაგან, ამის გარანტიას ვაძლევ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა პერსონალს წარუდგინა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, განაცხადა კონკრეტული თარიღის შესახებ, როდესაც უკვე იურისტებთან ერთად იმსჯელებენ და ოფიციალური განცხადებით მიმართავენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომ საკითხი რაც შეიძლება მოკლე ვადებში დადებითად იქნას გადაწყვეტილი.

ოთხშაბათს არის შემდეგი შეხვედრა ჩანიშნული, სადაც უკვე იურისტებთან ერთად შევხვდებით და ოფიციალურ მოთხოვნას წავუყენებთ ჯანდაცვის სამინისტროს. არ მოვეშვებით ამ საკითხს მანამ, სანამ უწყება ყველაფერს არ მოაგვარებს.

ექიმების ბედის ანაბარა დატოვება არის არაადამიანური, არასწორი ქმედება. ბევრმა გაუგებრობამ და ათასნაირმა ინტერესებმა, რომელიც ამ ტერიტორიისა და საავადმყოფოს მიმართ ტრიალებს ძალიან დიდი პრობლემა შექმნა და კრიზისში ჩააგდო ფაქტობრივად თანამშრომლებიც და ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრიც,“- აღნიშნა ოპოზიციონერმა ლიდერმა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გვაქვს იმედი, რომ არც მომავალში მიატოვებთ ქართველ ხალხს ამ დიდ ბრძოლაში” – შალვა ნათელაშვილის...

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ღია წერილით მიმართავს უკრაინის...

“ჟენევაში “ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ” გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვედი” – მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილის განმარტებები გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოსვლასთან...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...