კვირა, ოქტომბერი 26, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ რეჟიმის დამარცხება გვინდა, უკან დასახევი ხიდები უნდა...

“თუ რეჟიმის დამარცხება გვინდა, უკან დასახევი ხიდები უნდა დავწვათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ქვეყანაში არსებული და მოსალოდნელი რეალობის შესახებ თავის მოსაზრებებს გამოთქვამს და ხელისუფლების ცვლილებების კონკრეტულ პრინციპზე მიუთითებს:

თუ რეჟიმის დამარცხება გვინდა, უკან დასახევი ხიდები უნდა დავწვათ. მე დამწვარი მაქვს. და როცა ძალიან ჭკვიანები, თადარიგიანები, განსწავლულები და საქმეში ჩახედულები ბოლო დროს ხშირად გვაფრთხილებენ, რომ სათადარიგო გეგმა უნდა გვქონდეს, მაგალითად როგორ გავიქცეთ ქვეყნიდან, სამ ასოზე ვუშვებ.

განა იმიტომ, რომ გიჟი ვარ და ვერ ვხედავ იმ უმძიმეს სცენარებს, რაც ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს. ზუსტად ვიცი, რომ ქოც/რუსების გამარჯვების შემთხვევაში აქ არა რაღაც გაურკვეველი ჰიბრიდული დემორატია და ისე–რა ავტორიტარიზმი, არამედ გავარვარებული რუსული მმართველობა იქნება.

უბრალოდ, ისიც ზუსტად ვიცი, რომ რეჟიმის მთავარი მოკავშირე ადამიანების თავისუფალი ნების დათრგუნვა, შიში და პანიკაა. ვერ დავუშვებ, რომ ივანიშვილ–კობახიძე–ოხანაშვილ–ზარქუების მეშინოდეს. თუ ეს დავუშვი, ისეთი გვამი ვიქნები, სადაც გინდა იქ გადამდონ, აზრი აღარ ექნება არსებობას. ვერც იმის გაფიქრებას დავუშვებ, რომ ამ დიდებულმა ქვეყანამ შეიძლება არარაობა ჩამიჩი ივანიშვილის ხელში დაასრულოს არსებობა.

ვისაც გვჯერა, რომ ამათ გავა@მევინებთ 26–ში, გაგვატარეთ. ვისაც არ გჯერათ, ჩუმად გაიპარეთ და პანიკას ნუ დათესავთ. (პოსტი სირცხვილიაზე არ არის, უბრალოდ სირცხვილიამ შთამაგონა)“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენი გუნდის ლიდერობაც, არ შეიძლება, იყოს ინდულგენცია, როდესაც საუბარია ისეთი დონის დანაშაულზე, როგორიც არის...

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო წილოსანმა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემაში...

“ამ ხალხთან საერთო სამშობლო რანაირად გვაქვს – მართლა ბედი არ გინდა?!🙃” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი ხელისუფლების დროინდელ კონკრეტულ...

“ძალიან მწყდება გული, თუმცა დაველოდოთ გამოძიებას – არ არის სწორი წინასწარ საუბარი ამასთან დაკავშირებით”...

თბილისის მერი კახა კალაძე სამწუხაროს უწოდებს ყოფილი თანაგუნდელის, ირაკლი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“2 უმნიშვნელოვანესი გარღვევა ხდება უკრაინის საკითხში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ფრონტზე მოსალოდნელ სერიოზულ...

“ამ ბოლო დროს არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ველოდი, რა იქნებოდა რუსეთიდან გადადგმული შემდეგი ნაბიჯი...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი, სოციალურ ქსელში, საფრთხისშემცველი...

“ბედის ირონიაა და უბედურების ნიშანია, როცა პროკურატურა ღარიბაშვილის გირაოს გვამცნობდა, პარალელურად რეჟიმი დაგეშილი ხალხს...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა შედარება-შეფასებებს ახდენს ყოფილი პრემიერის, ირაკლი...