ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიჩვენ არ ვდგავართ ბრონირებული შუშების უკან, კოლბებში არ...

ჩვენ არ ვდგავართ ბრონირებული შუშების უკან, კოლბებში არ ვიმალებით, ხალხს ზემოდან არ ველაპარაკებით, როგორც ელაპარაკება “ქართული ოცნება” – გიორგი ვაშაძე

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის’’ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე გადაცემა რუსუდან დუმბაძის ,,დღის ამბებში’’ ჩართვისას პარალელს ავლებს ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა’’ და ,,ქართული ოცნების’’ საარჩევნო კამპანიების ფარგლებში გამართულ შეხვედრებს შორის:

,,მოგესალმებით სამეგრელოდან, დარჩელიდან, აჭარიდან-სამეგრელოში გადმოვედით. ძალიან მაგარი, თბილი დახვედრა მოგვიწყვეს, ჩვენი ახალი ოფისი გაიხსნა დარჩელში.

ჩვენ ასე ქუჩაში ვდგავართ და ნებისმიერ ჩვენს თანამემამულეს შუძლია მოვიდეს და გაგვესაუბროს. ჩვენ არ ვდგავართ ბრონირებული შუშების უკან, კოლბებში არ ვიმალებით, ხალხს ზემოდან არ ველაპარაკებით, როგორც ელაპარაკება ,,ქართული ოცნება’’, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ახლოს ვიყოთ ხალხთან.

ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა – ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამოცანა არის ის, რომ ევროკავშირში გვინდა იმისთვის, რომ კეთილდღეობა მოვიტანოთ საქართველოში. ,,ქართულ ოცნებას’’ უნდა იზოლაცია, როგორი იზოლირებულებიც არიან ხალხისგან, ზუსტად ისეთი იზოლაცია უნდათ ჩვენთვისაც.

ზემოდან ხალხს ელაპარაკებიან, დისტანციურად, ცრუ პრობლემებზე და თემებზე, არა იმ საკითხებზე რომელიც ხალხს აწუხებს. საბოლოო ჯამში მოწყვეტილი არიან ხალხს.

ჩვენ გვინდა მეტი კეთილდღეობა, ევროკავშირი, განვითარება, წინსვლა, მინდა, რომ დარჩელი, ზუგდიდი, ბათუმი, ოზურგეთი იყოს ევროკავშირი და ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ არა ევროკავშირი კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს ჩემი სამფლობელო, ადგილი სადაც მე ვიქნები კარგად და ყველა დანარჩენი იქნება ცუდად.

ხალხთან ახლოს ვართ ჩვენ, ისინი არიან ხალხისგან შორს. ნამდვილად ეს არჩევანია გასაკეთებელი კეთილდღეობა ევროკავშირში თუ უკიდურესი გაჭირვება იზოლაციაში’’,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სინამდვილეში პუტინს და ივანიშვილს გეოპოლიტიკური კატასტროფა დაემართათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ პუტინის...

“კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ არც ახლა, არც მერე ამიტომ ბრძოლა ღირსებით და...

საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რასაც მტკიცე...

“დიქტატურებში, სადაც მოსამართლეებს დიქტატორი ავალებს და კანონის უზენაესობა არ არსებობს, ადამიანებს არ აპატიმრებენ, მათ...

დიქტატურებში არსებულ რეალობაზე საუბრობს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი...

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...