ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველაფერი, რასაც ეხება დიქტატორი, ისპობა და ნადგურდება და...

“ყველაფერი, რასაც ეხება დიქტატორი, ისპობა და ნადგურდება და ეს ნგრევის ციკლი გაგრძელდება თუ დროზე არ შევაჩერებთ!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ფეისბუქის საკუთარი ოფიციალური გვერდის მეშვეობით კონკრეტულ ფაქტზე საუბრობს და ხელისუფლების ნეგატიური ქმედებების ციკლს ვარაუდობს:

ბათუმში ჭაჭის კოშკს ანგრევენ. ამ კოშკის იდეა ავიღეთ მე-19 საუკუნის საფოსტო მარკიდან, რომელზეც გამოსახული იყო ამგვარი ნაგებობა ბათუმში.
ის მოგვიანებით კომუნისტებმა დაანგრიეს და ახლა იმ ხალხმა, ვინც გვექაჩება საბჭოთა წარსულში.

დარწმუნებული ვარ, ამ კოშკის აღება, არის მომზადება ანბანის კოშკის ასაღებად და ასევე ალი და ნინოს, რომელიც ხელოვნურად დააჟანგეს და მოშალეს მოსაშორებლად.

ასევე თბილისში იუსტიციის სახლის ხიდის დანგრევა არის მომზადება თავად იუსტიციის სახლის და ასევე მშვიდობის ხიდის დასანგრევად.

ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ყველანაირად მოშალოს ჩემი კვალი. მან უკვე მოშალა ჩემს მიერ შექმნილი ინსტიტუციების დიდი ნაწილი, დააბრუნა კორუფცია სრული მოცულობით და ახლა შენობებს მიდგა.

ყველაფერი დაიწყო პარლამენტის შენობის გავერანებით ქუთაისში და ახლა გადასწვდა ბათუმს და თბილისს.

ყველაფერი, რასაც ეხება დიქტატორი, ისპობა და ნადგურდება და ეს ნგრევის ციკლი გაგრძელდება თუ დროზე არ შევაჩერებთ!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასე როგორ დაბეჩავდით, ვანო ნადირაძეს საპატიო ყარაული რომ არ დაახვედრეთ?!” – ელისო კილაძე

უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრისთვის საპატიო ყარაულის დახვედრაზე უარის გამო...

“უცხოური ფული იხარჯება იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა” – კახა კალაძე:

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ისმოდა...

გიორგი ვაშაძე: “მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში დიდ...

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...