ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ისევე უნდა გაერთიანდეს მთელი ჩვენი საზოგადოება, როგორც პოლიტიკური...

“ისევე უნდა გაერთიანდეს მთელი ჩვენი საზოგადოება, როგორც პოლიტიკური სპექტრი ერთიანდება დღეს. ეს იქნება წარმატების მთავარი წინაპირობა” – გიგი წერეთელი

ისევე უნდა გაერთიანდეს მთელი ჩვენი საზოგადოება, როგორც პოლიტიკური სპექტრი ერთიანდება დღეს: ეს იქნება წარმატების მთავარი წინაპირობა და ის გამარჯვება, რომელიც იქნება ოქტომბერში, იქნება მთელი საქართველოს გამარჯვება”, – განაცხადა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, “ევროპული საქართველოდან” გიგი წერეთელმა.

მისი თქმით, საზოგადოებას გადასაწყვეტი აქვს მთავარი და სასიცოცხლო ამოცანა, შეძლებს თუ არა ჩვენი ქვეყანა არჩევნების შემდეგ, მიაღწიოს კეთილდღეობას ევროპაში:

მივესალმები საზოგადოებას, რომელმაც ორი თვის შემდეგ უნდა მიიღოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება არის შეძლებს თუ არა ჩვენი ქვეყანა არჩევნების შემდეგ, მიაღწიოს კეთილდღეობას ევროპაში. ევროპასთან, დასავლეთთან, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად იცხოვროს დაცულ გარემოში, ახალგაზრდებს ჰქონდეთ ძალიან დიდი პერსპექტივა, იყოს ინვესტიციები, სამუშაო ადგილები მაღალი ანაზღაურებით, ღირსეული სიბერე ასაკოვანი ადამიანებისთვის, სამოქალაქო თანხმობა და პირობები შეიქმნას ქვეყნის გამთლიანებისთვის და გაერთიანებისთვის.

და რას ვისმენთ ჩვენ ხელისუფლებისგან, რა დევს სასწორის მეორე პინაზე:

რომ ჩვენ აღარ გვეყოლება სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, პრაქტიკულად გვიცხადებენ, რომ იქნება ავტორიტარიზმი, პრაქტიკულად დიქტატურა, რაც არის საფუძველი იმისა, რომ სამწუხაროდ, ქვეყანა აღმოჩნდება იზოლაციაში, იზოლაცია კი მოიტანს რეგრესს, ქვეყნის დაცემასა და სახელმწიფოებრიობის დაკნინებას, ყველაზე დიდ გასაჭირსა და სიღატაკეს.

სწორედ ეს არის გადასაწყვეტი, ეს არის ყველაზე დიდი ამოცანა. და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერთიანობა არის მთავარი – სწორედ ამ სულისკვეთებით შემოუერთდა “ევროპული საქართველო” კოალიცია ერთიანობას და მე დარწმუნებული ვარ, ისევე უნდა გაერთიანდეს მთელი ჩვენი საზოგადოება, როგორც პოლიტიკური სპექტრი ერთიანდება დღეს. ეს იქნება წარმატების მთავარი წინაპირობა და ის გამარჯვება, რომელიც იქნება ოქტომბერში, იქნება მთელი საქართველოს გამარჯვება, ეს იქნება საქართველოს ყველა მოქალაქის გამარჯვება”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცებო – აი ეს გჭირდებათ თქვენ!” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს,...

“ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი და ვიზალიბერალიზაცია არაფერს ნიშნავს ივანიშვილისთვის” – გიორგი ბარამიძე

“ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი და ვიზალიბერალიზაცია არაფერს ნიშნავს ივანიშვილისთვის,...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“ეს კაცი არის ბოროტი და ემსახურება ბოროტებას” – სერგო ჩიხლაძე კახა კალაძეზე

თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსის ჩამონგრევასთან დაკავშირებით თბილისის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“ნამდვილი პროფესიონალი მწყემსია რა, ცხვრების ფარაში…” – გია ხუხაშვილი

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ალეგორიული შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...