ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
13.2 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილმა მოინდომა ერთადერთი, მის სრულ კონტროლს მიღმა დარჩენილი...

“ივანიშვილმა მოინდომა ერთადერთი, მის სრულ კონტროლს მიღმა დარჩენილი ინსტიტუტის განადგურება. საქმე ეხება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ფეისბუქის საკუთარი ოფიციალურ გვერდის მეშვეობით, საზოგადოებას მიმართავს და “ქართული ოცნების” დამფუძნებლის და ამჟამად საპატიო თავმჯდომარის კონკრეტული გეგმების თაობაზე საუბრობს:

ოლიგარქის მორიგი ტრიუკი…

ივანიშვილმა მოინდომა ერთადერთი, მის სრულ კონტროლს მიღმა დარჩენილი ინსტიტუტის განადგურება. საქმე ეხება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

მან განიზრახა საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ეს კი ნიშნავს, რომ მას შეეძლება დანიშნოს და გაათავისუფლოს პატრიარქი, ეპისკოპოსები, სუს-ის კონტროლის ქვეშ შეიყვანოს წმიდათა წმიდა – ზიარება.

მიუხედავად იმისა, რომ დღემდეც უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ პატრიარქსაც და მთელს სამღვდელოებას, ასეთი რამ ფორმალურად პუტინის რუსეთშიც არ გაუკეთებიათ. თუმცა, ნათელია, რომ ეს მზაკვრული გეგმა სწორედ რუსეთიდან არის გამოგზავნილი.

თუ, მაგალითად, ზიარებისას ცნობილი გახდა, რომ თქვენ არ ეთანხმებით ივანიშვილს, თქვენ შეიძლება განგკვეთონ.

გავიფიქრე, რომ ეს იყო უკანასკნელი წვეთი, რომელსაც მთელი ერის წინააღმდეგობა უნდა გამოეწვია და მე ამის დიდი იმედი მქონდა, რადგან ვფიქრობ, რომ არა მარტო სამოქალაქო საზოგადოებაში, ეკლესიაშიც არიან მოუსყიდავი, პატრიოტი ადამიანები, რომლებიც არ დათმობენ პრინციპებს და არ გაათელინებენ ეკლესიას დიქტატორს.

მე, რომელმაც კარგად ვიცი, როგორ ეჯავრება ივანიშვილს ეკლესია, ვხვდები, რომ ეს არის დედა ეკლესიის ანტიქრისტესათვის გადაცემა. ეს არის მის ჩანაფიქრებში ყველაზე მზაკვრული იდეა.

ეს ნიშნავს ეკლესიის რეიდერულ მიტაცებას. წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, რომელიც მე მესმის, საპატრიარქო მტკიცედ არის ეკლესიის დამოუკიდებლობის დაცვის პოზიციაზე. პატრიარქს, რომელმაც კარგად იცის, რა იყო საბჭოთა დიქტატურა, შეუძლებელია იქ დაბრუნება უნდოდეს.

ამას ვამბობ მე, მორწმუნე ქრისტიანი, რომელმაც შემოვიტანე ხუთჯვრიანი დროშა, აღვადგინე ბაგრატის ტაძარი, ისევე, როგორც არაერთი ეკლესია-მონასტერი. მნიშვნელოვნად გავზარდე ეკლესიის დაფინანსება და ავტორიტეტი, რისთვისაც არაერთხელ კრიტიკაც მიმიღია, მაგრამ არასოდეს მინანია. იუსტიციის მინისტობისას, ჩემი ინიციატივით, ხელი მოვაწერეთ კონკორდატს პატრიარქთან ერთად.

თავისი ნაბიჯით ივანიშვილი ცდილობს გადაფაროს არჩევნების პროცესში მისი პარტიის ჩამორჩენა ოპოზიციასთან შედარებით.

მისი აზრით, ალბათ შეიქმნება ეკლესიის საქმეთა სამინისტრო და სურს დანიშნოს “თავისი კაცი”, რომელიც გააკონტროლებს ეკლესიას. რუსეთის იმპერიაში ასეთ თანამდებობას ეწოდებოდა ობერ-პროკურორი, აქ ალბათ იქნება ,,ჭორვილელი ზედამხედველი“.

ასეთ სიტუაციაში რა საჭიროა კონსტიტუციური უმრავლესობა და 60%-ზე საუბარი – ბარემ პლებისციტი ჩაატაროს და გამოჩნდება, თუ რამდენია ამ უგუნური და მავნებლური გადაწყვეტილების მომხრე ქვეყანაში.

ამ კრიტიკულ მომენტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთიანობა და სიმტკიცე! ეს არის გამარჯვების გზა.

დროა გამოვფხიზლდეთ!“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ტრამპის საგარეო პოლიტიკამ დასაშვები გახადა ომის დამნაშავის გვერდით დგომა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებაზე...

“მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, პუტინის ტყვე” – ბეჟან კავახია

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს...

“კობახიძის წერილი არის რუსული პროპაგანდის ბოდვა, ეს არ არის დიპლომატიური ტექსტი” – პაატა მანჯგალაძე

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვანსისადმი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...