პარასკევი, ივლისი 4, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდაპირისპირება"თეა წულუკიანის სიძულვილის ენა "ქართული ოცნების" მორალურ სახეს...

“თეა წულუკიანის სიძულვილის ენა “ქართული ოცნების” მორალურ სახეს კიდევ ერთხელ ცხადად წამოაჩენს” – თინა ბოკუჩავა

ქვეყანაში, სადაც ფემიციდის შემაშფოთებელი ნიშნულია, ქალებზე სისტემატურად ძალადობენ და დევნიან, ქალები იბრძვიან ოჯახების გადარჩენისთვის სიღატაკის წინააღმდეგ, მმართველი პოლიტიკური ძალის ქალი მინისტრი ისევ ქალებს ირჩევს სიძულვილის ენის მთავარ სამიზნედ. 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი სწორედ წულუკიანისეულ სიძულვილის ენას გაემიჯნება, რომელიც გვაშორებს ჩვენს ისტორიულ გზასა და მომავალს – ევროპასა და ევროკავშირს“, – ამის შესახებ განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

მისი თქმით თეა წულუკიანის სიძულვილის ენა “ქართული ოცნების” მორალურ სახეს კიდევ ერთხელ ცხადად წამოაჩენს:

გამოხმაურების გარეშე მაინც ვერ დავტოვებ თეა წულუკიანის სტატუსს.
ქვეყანაში, სადაც ფემიციდის შემაშფოთებელი ნიშნულია, ქალებზე სისტემატურად ძალადობენ და დევნიან, ქალები იბრძვიან ოჯახების გადარჩენისთვის სიღატაკის წინააღმდეგ, პრაქტიკულად ყოველი მეორე ოჯახიდან ქალებს იძულებით ემიგრაციაში უწევთ წასვლა, რათა ოჯახები არჩინონ, მმართველი პოლიტიკური ძალის ქალი მინისტრი ისევ ქალებს ირჩევს სიძულვილის ენის მთავარ სამიზნედ.

თეა წულუკიანის სიძულვილის ენა “ქართული ოცნების” მორალურ სახეს კიდევ ერთხელ ცხადად წამოაჩენს.

სამწუხაროდ, კულტურის მინისტრის უკულტურობა ვერაფრით შეამსუბუქებს ჩვენი ხალხის გაჭირვებას, ვერ დაეხმარება უიმედო და უპერსპექტივო ქართველ სტუდენტებს, ვერ აღადგენს გელათს და ქართული ოცნების ხელში განადგურებულ სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ვერც სპორტულ ფედერაციებში გამეფებულ ნეპოტიზმსა და კლანურობას გადაფარავს, ვერც ხელოვნების სფეროში მოღვაწე ნიჭიერი, მაგრამ დაუფასებელი ადამიანების მოტივაციას აამაღლებს და ვერც სხვა კიდევ მრავალ პრობლემას აღმოფხვრის, რომლის წინაშეც “ქართული ოცნების” მმართველობის და კონკრეტულად თეა წულუკიანის ქმედებების გამო აღმოვჩნდით.

ამ სტატუსით მე, ანა წითლიძეს, ანა დოლიძეს, თამუნა კორძაიას, ანა ნაცვლიშვილს, თაკო ჩარკვიანს და სხვა პოლიტიკოს ქალებს კი არ გვაყენებს შეურაცხყოფას, არამედ ყველა ქალს ამ ქვეყანაში, რომელიც ათასი ბარიერის, შუშის ჭერის, დამცირებისა და ბულინგის მიუხედავად, არ დამორჩილდა მასზე მორგებულ სოციალურ როლებს და გაბედა ეკეთებინა ის, რისიც სჯერა. ეს ქვეყანა ზუსტადაც ისეთ ქალებზე დგას, ვინც არ უშინდება წინააღმდეგობას და არ ეგუება სტერეოტიპებს, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის.

ამ დროს ყველაზე უკულტურო კულტურის მინისტრისთვის მისაბაძი ბიძინა ივანიშვილი ლაჩრულად ემალება თავისივე ამომრჩეველს აკვარიუმს მიღმა და საკუთარი გუნდის წევრებსაც უკრძალავს მიახლოებას, რადგან მათაც აღარ ენდობა. ივანიშვილის პარანოიით სასოწარკვეთილ წულუკიანს აღარაფერი დარჩენია როგორც ჩანს სიძულვილის ფრქვევის გარდა.

26 ოქტომბერს ქართველი ხალხი სწორედ წულუკიანისეულ სიძულვილის ენას გაემიჯნება, უარს იტყვის ზიზღის პოლიტიკაზე, რომელიც მხოლოდ გვასუსტებს, გვაღარიბებს, გვაბეჩავებს და გვაშორებს ჩვენს ისტორიულ გზასა და მომავალს – ევროპასა და ევროკავშირს.

26 ოქტომბერს არჩევანი მარტივია, ჩვენ ან ზიზღითა და სიღატაკით სავსე იზოლაციაში დავრჩებით ან ევროპულ კეთილდღეობასა და ჰუმანურობას დავიბრუნებთ. ერთიანობით ვიმარჯვებთ!“, – წერს თინა ბოკუჩავა.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სამწუხაროდ ლელომ კოლეგებთან სასაუბროდ შავზე – თეთრის ლაპარაკის სტრატეგია აირჩია” – თენგო თევზაძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო თევზაძე კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს იმასთან...

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ქოცნახირი ისევ ჩუმად იქნება” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით, კონკრეტულ განმარტება-მინიშნებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: "არჩევნების...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...