პარასკევი, ივლისი 11, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიინტერვიუ"ჩვენ ძალიან სწრაფად დავიწყებთ ნაბიჯების გადადგმას - ევროპაში...

“ჩვენ ძალიან სწრაფად დავიწყებთ ნაბიჯების გადადგმას – ევროპაში ინტეგრაცია და სრული წევრობაა სწორედ კეთილდღეობის და უსაფრთხოების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის” – გიგი წერეთელი

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს ,,ქართული ოცნების” პოლიტიკური გეგმების შესახებ:

  • როგორ შეაფასებდით ,,ქართული ოცნების” პოლიტიკას?

– მე მგონი ძალიან თვალნათელია , ,,ქართული ოცნების” გაცხადებული პოლიტიკა. დღეს აი ამ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტში, როცა ქვეყანა არის, რეალურად ალბათ ათწლეულები უნდა განსაზღვროს მომავალი ქვეყანამ, ჩვენ ვხედავთ, რომ უარი თქვა ,,ქართულმა ოცნებამ” იმ მთავარ მიზანზე, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აქვს და მის უმეტესობას აქვს, რომ გაარღვიოს ეს რუსული რკალი და თუნდაც პოსტსაბჭოური მემკვიდრეობა და იყოს ნაწილი ევროპული სივრცის – პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ფუნდამენტური უფლებების თვალსაზრისით ყველანაირად მნიშვნელოვანი სივრცეა.

იმიტომ, რომ თუ სადმე არის წინსვლა, თუ სადმე არის მაღალი სტანდარტით ცხოვრების, თუ სადმე არის მართლაც თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჩვენ ამას ვხედავთ სწორედ ევროპაში და დასავლეთში. ამიტომაა ეს  არის მთავარი ამოცანა დღეს და ამ პროტესტებმა, რომელიც თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა და რის ავანგარდშიც იყო ახალგაზრდობა, არა პოლიტიკური, პოლიტიკურად ანგაჟირებული, პარტიის წევრები, არამედ თავისუფალი თაობა, რომელსაც სურს რომ იცხოვროს ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც არ ექნება ის საფრთხეები, რაც დღეს აქვს.

ამ ყველაფერმა დაგვანახა, მემგონი ხელისუფლებასაც უნდა დაენახა რა არის მთავარი დღეს. გარდა ამისა ეს ხომ საკონსტიტუციო მოთხოვნაც არის 78-ე მუხლი პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფოს ყველა სტრუქტურას, რომ ყველაფერი გააკეთონ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს სრულად, ჩვენ ვხედავთ რაღაცა დაახლოების პოლიტიკას რუსეთთან, ჩვენ ვხედავთ ძალიან მკაფიო ანტიდასავლურ კამპანიას, როდესაც ჩვენ ყველა დასავლურ პარტნიორს მოიხსენიებენ საქართველოს მტრებად, გლობალური ომის პარტიად, რაღაც ათასგვარი სპეკულაციები, ათასგვარი ბრალდება დასავლეთის მიმართ, არადა ეს სწორედ ის ადამიანები, ქვეყნები და ის ლიდერები არიან, რომლებიც საქართველოს ათლწლეულებია მხარს უჭერენ, მის დამოუკიდებლობას ეკონომიკურსაც და პოლიტიკურსაც და სწორედ მათ უნდა ითამაშონ გადამწყვეტი როლი საქართველოს საბოლოო განთავისუფლებაში და თავისუფლების მოპოვებაში.

რასაც ჩვენ ვისმენთ საარჩევნო დაპირება მმართველი პარტიის ის კი არ არის, რომ “აი ჩვენ შევასრულებთ კონსტიტუციურ ვალდებულებას, ისტორიულ მისიას ქვეყნის საერთო მიზნისკენ, გაერთიანებას შევეცდებით”, არამედ ლაპარაკია იმაზე, რომ უნდა იყოს ერთპარტიული მმართველობა, აიკრძალოს ოპოზიცია, რაღაც კოლექტიურ დასჯაზეა ლაპარაკი, ისევ დაპირისპირებაზე, ისევ ქაოსზე ერთმანეთთან რაღაც დაუნდობელ ბრძოლაზე, პოლიტიკური ძალის, ოპოზიციური ძალის ოპონენტების პოლიტიკურად განადგურების მცდელობაზე და რაღაც ისეთი სახელმწიფოს კონტურები იკვეთება, რომელიც ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია უარი ვთქვით და ყველაზე ცუდ სიზმარშიც არ გვინდა ვნახოთ.

დღეს, რასაც ჩვენ ვუყურებთ, რაც რუსეთში ხდება, რაც ბელორუსში ხდება და ზოგიერთ სხვა კიდევ ავტორიტარულ და არადემოკრატიულ ქვეყანაში სწორედ ეს ეკონომიკური ჩამორჩენა, ეს არის სიღარიბე, ადამიანებისთვის აბსულუტურად საფრთხეებით სავსე გარემოში ცხოვრება და ეს არის თავისუფლების დაკარგვა.

შესაბამისად, დღეს ეს საარჩევნო კამპანია რაღაცნაირად ამ ხაზზე არის აგებული და მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება, რაც შეიძლება დიდი ხნით და ერთი ადამიანის ოლიგარქიულ მისწრაფებებზე იყოს მორგებული მთელი საზოგადოება. ეს არის რა თქმა უნდა მიუღებელი და ამიტომ მე ვფიქრობ კარგია, რომ ამას ასე ღიად ლაპარაკობენ უფრო მკაფიო ხდება ამომრჩევლისთვის რას არ უნდა დაუჭიროს მხარი და რას უნდა დაუჭიროს მხარი.

ერთის მხრივ აქ არის ოპოზიცია შესაძლებელია რამდენიმე ცენტრით, მაგრამ ყველა ოპოზიციურ გემოვნებას პასუხობს ჩემი აზრით იმათაც ვისაც არ უნდა წინა ხელისუფლებასთან იყოს რაღაცნაირად ასოცირებული ან ხმა მისცეს მას, რომელსაც არ უნდა ,,ქართულ ოცნებას” მისცეს ხმა და ვისაც რაღაცნაირად შემოსაზღვროს თავისი არეალი ასეთი ამომრჩევლისთვისაც არის ხომ დღეს არჩევანი?

ამიტომ ამოცანა სწორედ ოპოზიციური სპექტრის ამაში მდგომარეობდა და ამის რეალიზება ხდება და მომწონს და მოწონს დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოში.

იმიტომ, რომ ეს არის გარანტია იმისა რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხოს ვერც არათუ საკონსტიტუციო არამედ უბრალო უმრავლესობის შეკვრაც კი და არ დაიწყოს განხორციელება თავისი აბსულუტურად ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო გეგმის, რომელსაც აცხადებს და სამწუხაროდ ძალიან მკაფიოდ ლაპარაკობს და ხო ეს იქნება ალბათ გადამწყვეტი ოქტომბრისთვის, როგორ მოხერხდება ოპოზიციური ამომრჩევლის კონსოლიდაცია.

მთავარია სწორედ რომ ადამიანები არ იყვნენ გულგრილი ამ პროცესის მიმართ. მათ ხელისუფლება ჩაუნერგავს, რომ გაყალბებაც შეუძლიათ, რაღაც ზემოქმედება არჩევნებზე მაგრამ უნდა იცოდეს ყველამ, რომ ყველაზე დიდი რეცეპტი, რაც არის ეს არის აქტიურობა, არჩევნებზე მისვლა და იმ რაოდენობით მხარდაჭერა ოპოზიციის, რომ ხელისუფლებისკენ არ იყოს ბალანსი.

შესაბამისად ეს იქნება გარანტია რომ საქართველო ძალიან სწრაფად აღადგენს იმ დანგრეულ ურთიერთობებს დასავლეთთან იქნება ეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თუ ევროპასთან. ჩვენ ძალიან სწრაფად დავიწყებთ ამ ნაბიჯების გადადგმას. სწორედ ევროპაში ინტეგრაცია და სრული წევრობაა, სწორედ კეთილდღეობის და უსაფრთხოების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მინდა ისე გაიარონ ურთულესი გზა, რომ მათთან ერთად საქართველოს გვეზეიმოს!” – ნუკა არველაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის...

“დაველოდოსთ, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა😎🤓🤓🤓” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ მინიშნებებს აკეთებს: "ბოლო...

“ქულების დაწერა თუ გინდათ, საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია გამოაცხადეთ, სინდისის პატიმრები გამოუშვით‼️‼️‼️” – ელისო კილაძე

მიხეილ ყაველაშვილის მიერ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ გაკეთებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...