ორშაბათი, მაისი 12, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიჩვენთვის მთავარია ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს...

ჩვენთვის მთავარია ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს და ეს არის კოალიციური მმართველობა – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლების დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრას ეხმიანება. ოპოზიციონერ ლიდერს მიაჩნია, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიები დასავლური ორიენტაციის გაერთიანებას წარმოადგენს და იგი არის დღეს დასავლური განვითარების მთავარი ფუნდამენტი და საყრდენი საქართველოში. ვაშაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში მოხდება შეთახმება, თუ პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღება იქნება შესაძლებელი, შეწყდება სისხლის სამართლებრივი დევნა და პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან:

სანამ დრო არ არის ამოწურული, რესურსები ყოველთვის არის. როგორც ვიცი გუშინდელი შეხვედრა შეეხებოდა ძალან კონკრეტულ საკითხს – საქართველო დგას სერიოზული საფრთხის წინაშე საერთაშორისო იზოლაციის კუთხით, როგორც ევროკავშირის მხრიდან, ასევე აშშ–ს მხრიდან. ამიტომ ჩვენ ყველანი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამას.

ჩვენ, „ახალი საქართველო“ და გაერთიანებულ ოპოზიციში შემავალი სხვა პარტიები, ვართ დასავლური ორიენტაციის გაერთიანება, რომელიც არის დასავლური განვითარების მთავარი ფუნდამენტი და საყრდენი საქართველოში. გამომდინარე აქედან, როცა შემოთავაზება იქნება, თუნდაც არაფორმალური შეხვედრა, რაღა თქმა უნდა ჩვენ უარის თქმის უფლება არ გვაქვს.

რაც შეეხება კონკრეტული შეთანხმების საგანს, ეს ძალიან მარტივია: თუ მოხდება პროპორციულ არჩევნებზე შეთანხმება, შეწყდება სისხლის სამართლებრივი დევნა და პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან – კი ბატონო შეთანხმება შედგება, ხოლო თუ ისევ 100/50 იქნება და გაგრძელდება დაჭერები – აღარანაირი მოლაპარაკებები და შეთანხმებები არ მოხდება. მორჩა და დამთავრდა, აი ასე პრნციპულად ვაპირებთ ბოლომდე მიყოლას.

ძალიან კარგად ესმის დიპლომატიურ კორპუსს ჩვენი პოზიცია და ისინი მოლაპარაკებების ჩაშლას პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ აბრალებენ, რომლებმაც გიგი უგულავა დააკავეს და ამით ფაქტობრივად გზავნილი მოგვცეს, რომ არც არაფრის შეთანხმება არ უნდათ. ჩემი პოზიცია ასევე არის, რომ დღევანდელი საარჩევნო სისტემებითაც „ქართული ოცნება“ დამარცხდება 2020 წლის არჩევნებში.

მაჟორიტარული ოლქების აბსოლიტურ უმრავლესობას ოპოზიციის საერთო მაჟორიტარული ბლოკი მოიგებს, რომელსაც ჩვენ ვაყალიბებთ ნებისრმიერი დათვლით და ციფრებით, როგორც გინდათ ისე გადათვალეთ. ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს, ეს არის კოალიციური მმართველობა,“ –აცხადებს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივდივართ ვარაუდამდე, რომ აშშ იმედოვნებს ღია თუ ფარული ოპერაციებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლას…” – ზაალ...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ვარაუდს გამოთქვამს...

“უკვე ძალიან წუხან “პატრიოტი” რუსქოცები, რომ პუტინს აღარ აქვს უსაფრთხოების გარანტია 9 მაისის აღლუმისთვის”...

რუსეთში დაგეგმილ, 9 მაისის აღლუმთან დაკავშირებით, გაჩდა ერთგვარი შიშნარევი...

“ტრამპის საგარეო პოლიტიკამ დასაშვები გახადა ომის დამნაშავის გვერდით დგომა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებაზე...

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დგებუაძე მონაა, რომელიც ძალაუფლების შემადგენელი ნაწილია; მზია თავისუფალი ადამიანია, ჩაგვრის ობიექტი” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია მხარდამჭერ ემოციურ შეფასებებს აკეთებს მედიამენეჯერ...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...