პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია მოსახლეობასთან შეხვედრისას საუბრობს, თუ რატომ გადადგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან:
,,ხანდახან რომ მეკითხებიან – ,,რატომ გადადექიო?”, გადავდექი იმიტომ, რომ ის, რაც ამ პროგრამაში გვეწერა, ამ პროგრამაში გვეწერა – კორუფციასთან ბრძოლა, დეოკუპაცია, ევროკავშირში პირველად ჩავწერეთ განაცხადის გაკეთება, კიდევ ბევრი კარგი რამ გვეწერა, ეს რატომღაც განუხორციელებელი აღმოჩნდა.
,,ოცნების” დღევანდელმა ხელისუფლებამ ფეხებზე დაიკიდა. მე ამას უბრალოდ მაშინ ვხედავდი. რომ გესმოდეთ, ჩვენ, ჩვენი გუნდი მაშინ კორუფციას ვებრძოდით ყოველდღე, რომ იქ ადამიანებს არ გაეხადათ ეს შემოსავლად. დღევანდელი მთავრობა კორუფციას ეხმარება და ახალისებს იმიტომ, რომ უფრო მეტი ხმები მოიპოვოს. ნეპოტიზმს – ნათესავებს, ბიძაშვილებს, მეზობლებს დაუმსახურებლად, მაშინ, როდესაც ნიჭიერი, განათლებული, კეთილსინდისიერი და მშრომელი ახალგაზრდები ქვეყნიდან გადიან და მარტო ვრჩებით.
მერე ეს ხალხი მოვა და ეროვნულ რაღაც გრძნობებზე დაიწყებენ ლაპარაკს და იმის ახსნას დაგვიწყებენ, რომ თურმე დედა დედაა და მამა მამაა. ამ ბავშვების დედები და მამები რომ ევროპაში არიან და ეს ბავშვები უმშობლებოდ აქ იზრდებიან, თურმე ამაშია რაღაც ეროვნული”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე