ორშაბათი, ივლისი 21, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რაც უნდა ეცადოს ხელისუფლება საზოგადოების დაშინებას, ჩვენი ქვეყნის...

“რაც უნდა ეცადოს ხელისუფლება საზოგადოების დაშინებას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ სურს ტოტალიტარულ ქვეყანაში ცხოვრება” – გიგი წერეთელი

ხელისუფლების გამარჯვება ნიშნავს ავტორიტარიზმის დამკვიდრებას საქართველოში, ოპოზიციის გამარჯვება კი ნიშნავს დემოკრატიულ განვითარებას, ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, კოალიციურ და არა ერთპარტიულ მმართველობას. რაც უნდა ეცადოს ხელისუფლება საზოგადოების დაშინებას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას, ალბათ 99%-ს, არ სურს ტოტალიტარულ ქვეყანაში ცხოვრება და ამას არჩევნებზე პასუხი გაეცემა“, – კოალიცია “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი გიგი წერეთელი მმართველი პარტიის წინასაარჩევნო გზავნილებზე.

ბრიფინგზე გიგი წერეთელმა განაცხადა: “საქართველოში მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია და ვხედავთ, რომ ამ მხრივ აქტივობაა დაწყებული. და იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებისგან გვესმოდეს, რომ ისინი უზრუნველყოფენ თავისუფალ გარემოს, რათა არჩევნების შემდეგ ქვეყანა იყოს წინსვლასა და განვითარებაზე, პოლარიზაციის შემცირებაზე, იმ პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული, რაც არსებობს ყველა მიმართულებით, დაწყებული ეკონომიკით და დასრულებული მიგრაციითა და დემოგრაფიით, ამის ნაცვლად გვესმის მხოლოდ ერთი რამ: ეს არის მუქარა, საზოგადოების დაშინება, საუბარი იმაზე, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები გაუქმდებიან, საუბარი იმაზე, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა სწორედ იმისთვის სჭირდებათ, რომ ასეთი ზომები გაატარონ და გააქრონ პოლიტიკური ოპონენტები და ეს ყველაფერი სამწუხარო სურათს ქმნის.

ჩვენს საზოგადოებას კარგად უნდა ესმოდეს, საით მივყავართ იმ გზას, რომელსაც ხელისუფლება ადგას: დიქტატორული და ავტორიტარული სახელმწიფოსკენ, რადგან დიქტატურა სწორედ ერთპარტიული მმართველობაა, რომელიც აქრობს მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალას, აქრობს განსხვავებულ აზრს და ერთი პოლიტიკური ძალის, გუნდის, პოლიტიკური პარტიის გაბატონებით ცდილობს შეინარჩუნოს ხელისუფლება და ამის მაგალითები, სამწუხაროდ, მსოფლიოში არსებობს, მაგალითად რუსეთში, ბელორუსში.

ის განცხადებები, რაც ჩვენ გვესმის, ამ მოცემულობითა და ქმედებებით უკვე აბსოლუტურად საწინააღმდეგოა ნებისმიერი თავისუფალი საარჩევნო გარემოსი და მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს, თუკი ეს არჩევნები არ დასრულდება ოპოზიციის გამარჯვებით.

ერთი რამ არის საზოგადოების მხრიდან ნათლად აღსაქმელი: ხელისუფლების გამარჯვება ნიშნავს ავტორიტარიზმის დამკვიდრებას საქართველოში, ოპოზიციის გამარჯვება კი ნიშნავს დემოკრატიულ განვითარებას, ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, კოალიციურ და არა ერთპარტიულ მმართველობას. ვფიქრობ, ეს ისეთი წყალგამყოფია, რომ ბევრი შეკითხვა არც უნდა დაისვას.

რაც უნდა ეცადოს ხელისუფლება საზოგადოების დაშინებას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას, ალბათ 99%-ს, არ სურს ტოტალიტარულ ქვეყანაში ცხოვრება და ამას არჩევნებზე პასუხი გაეცემა.

სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ დღეს ევროპაში აღინიშნება ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა დღე და ამ დღეს ვიგონებთ იმ მილიონობით ადამიანს, რომლებიც სხვადასხვა დროს ავტორიტარიზმსა და ტოტალიტარულ მმართველობას შეეწირა და ეს უნდა იყოს კიდევ ერთი შემახსენებელი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა არასდროს დაუბრუნდება ტოტალიტარულ და ავტორიტარულ რეჟიმს და დემოკრატიული არჩევნების, დემოკრატიული განვითარების მომხრე და მხარდამჭერი იქნება და კოალიცია “ერთიანობა” მას აუცილებლად შეიყვანს ამ გამარჯვებაში, სხვა პარტიებთან ერთად“.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რაც შეეხება ომის საფრთხეს – არავითარი ღრმა ანალიზი არ სჭირდება იმის დანახვას, რომ ეს...

ქართული ოცნების" თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას...

“ქართველებო, ბეწვის ხიდზე გავდივართ! საქართველოში ომი რომ დაიწყოს, კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება!” – დიმიტრი...

"ქართული ოცნების" რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელი, დიმიტრი სამხარაძე კონკრეტულ საფრთხეებზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ნამდვილი პროფესიონალი მწყემსია რა, ცხვრების ფარაში…” – გია ხუხაშვილი

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ალეგორიული შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

მიხეილ სააკაშვილი: “თბილისი აღვირახსნილ კორუფციაშია ჩაფლული”

საქართველოეს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პოზიცია: "თბილისი აღვირახსნილ კორუფციაშია...