spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვეტერინარული სფეროს ლიცენზირება, ზღვრული ფასები ვეტერინარულ მომსახურებ-ებზე, სუბსიდირება,...

“ვეტერინარული სფეროს ლიცენზირება, ზღვრული ფასები ვეტერინარულ მომსახურებ-ებზე, სუბსიდირება, შშმ სტატუსის განსაზღვრა და შეღავათები მიუსაფარი ცხოველების მიმკედლებლებს” – პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა

დღეს პარლამენტში მეტად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო წინადადება დარეგისტრირდა 11 – 9064/24 ცხოველთა უფლებადამცველის შორენა ლობჟანიძისა და ცხოველთამოყვარულის, ნანა ხომასურიძის მიერ.

ავტორების ინფორმაციით:

,,საქართველოში საკმაოდ რთული ვითარებაა არა მხოლოდ მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვისა და მათი სისასტიკისგან დაცვის მიმართულებით, არამედ ზოგადად ვეტერინარიაში. ქვეყანაში არ არსებობს ვეტერინარული კლინიკებისა და ექიმების ლიცენზირება. არ გვაქვს კანონი ლიცენზირების შესახებ. არ ევალებათ შესაბამისი პროტოკოლების და ჰაიდლაინების დაცვა. შესაბამიად, კომპანიონი ცხოველის ვეტერინარულ კლინიკაში გარდაცვალებისას, ცხოველის მესაკუთრე ვერ იდავებს სამართლებრივად, რადგან ნებაყოფლობით ენდობა არალიცენზირებულ ვეტერინარულ შპს-ს ანუ შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიას, რომელსაც ფაქტიურად არ აქვს არანაირი ვალდებულებები ვეტერინარიის და მესაკუთრის მიმართულებით.

ასევე, კატასტროფული ვითარებაა ვეტერინარული მომსახურების ღირებულებაზე, რომლებიც უმეტესწილად მინიმუმ 3-ჯერ აღემატება ადამიანების სამედიცინო გამოკვლევებს და ქირურგიულ ოპერაციებს, მათ შორის მიუსაფარ ცხოველებზე და წლამდე ნაყარზეც კი, რომელთაგან ეს უკანასკნელი შესაძლოა საერთოდ ვერ გამოვიდეს ნარკოზიდან, თუმცა ათასობით ლარი მაინც გადასახდელად უფიქსირდება კლინიკაში მიმყვან/ინიციატორ მოქალაქეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია საპენსიო ასაკის მოქალაქეები, რომლებიც ბანკიდან სესხსაც კი იღებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ქუჩაში ნაპოვნ კნუტს ან ლეკვს დაეხმარონ და შემდეგ წლობით უწევთ უკვე გარდაცვლილი ცხოველის ნაშიერის გამო სესხის დაფარვა.

მოქმედი ვეტერინარული კლინიკები არ გასცემენ დასკვნას შინაური ბინადარი ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რაც დაუშვებელია და არ არსებობს კონკრეტული სტატუსი შშმ ცხოველებთან მიმართებაში.
დღევანდელი მოცემულობით, საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ნებაყოფლობით ნაკისრი აქვს სახელმწიფოს ვალდებულება მიუსაფარ ცხოველებად ქცეულ კომპანიონ ცხოველებზე, მათ შორის ადამიანთა სისასტიკეს გადარჩენილებზე. ამიტომ, ხელისუფება ვალდებულია ანგარიში გაუწიოს იმ ცხოველთამოყვარულებს მაინც, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში პატრონობს ტრამვირებულ, დასახიჩრებულ ცხოველებს და თითოეულ მიმკედლებელზე განსაზღვროს კვარტალში ერთხელ ფულადი კონპენსაცია და სანიტარული საშუალებების უფასო კალათი“, – განაცხადეს ავტორებმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი...

„მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. მას და...

“შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური პირი, მაგრამ ასე გძულდეს შენი...

„შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური...

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...