ორშაბათი, ივლისი 21, 2025
32.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ერთ მხარეს დგას ბოროტება, ომი, ქვეყნის განადგურება, ხოლო...

“ერთ მხარეს დგას ბოროტება, ომი, ქვეყნის განადგურება, ხოლო მეორე მხარესაა სიმშვიდე, ეკონომიკური განვითარება და წინსვლა ევროპული მომავლისკენ” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ზეწოლისა და არაერთი მოწოდების მიუხედავად, მმართველი გუნდისთვის ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ მან პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მხრიდან წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა:

ის, რაზეც ვსაუბრობთ და რასაც მოსახლეობას ვპირდებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ვხედავთ, თუ რა ხდება მსოფლიოში, რა ვითარებაა რეგიონში. მშვიდობის დაცვა, შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც მეორე მხარეს დგას ბინძური, ყველაფრის მკადრებელი ძალა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით.

ქვეყანა ვერ განვითარდება ეკონომიკურად, ვერ წავალთ წინ და ვერ გავხდებით ევროპული ოჯახის წევრი, თუ მშვიდობა არ გვექნა. გუშინ კიდევ ერთხელ გაკეთდა ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის საჭირო საკონსტიტუციო უმრავლესობა. ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ახსნა არ სჭირდება, თუ რა ვითარებაა დღეს, ზოგადად, მსოფლიოში და რეგიონში, რა ძალები ებრძვიან ჩვენს ქვეყანას.

ამიტომ, ყველა უნდა გავერთიანდეთ, დავიცვათ ქვეყნის მომავალი, მისი ხვალინდელი დღე, კულტურა და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებებთან დაკავშირებულ შეკითვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ პასუხს ყველა ის ადამიანი აგებს, რომელთა ქმედებებმა საქართველოს ტერიტორიები დააკარგინა.

სიახლე არის ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ებრძვის ქვეყანას და ეწინააღდეგება მის განვითარებას, მოქმედებს ანტისახელმწიფოებრივად, ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაული, რომლის შედეგად, დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპა გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, გვაქვს დაკარგული სოფლები და განადგურებული ინფრასტრუქტურა. ისე უბრალოდ არ ხდება, რომ რაღაცამ ჩაიარა და მორჩა. ამ ყველაფერს სჭირდება პასუხის გაცემა. პასუხისგება კი ყველა იმ ადამიანს და პოლიტიკურ პარტიას მოუწევს, ვინც ამ ქმედებებში და ღალატში იქნება დადანაშაულებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ოქტომბერში მოსახლეობას არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდება, რადგან ერთ მხარეს დგას ბოროტება, ხოლო მეორე მხარეს სიმშვიდე და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.

დღეს საუბარი არ არის პარტიებზე. საუბარია ქვეყნის ბედზე, სად და როგორ იქნება საქართველო – ქვეყანაში იქნება ომი, გამოიყენებენ მას ისევე, როგორც სხვა ქვეყნები დიდი ქვეყნების ინტერესებისთვის, თუ შენარჩუნდება მშვიდობა და მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება. ერთ მხარეს დგას ბოროტება, ომი, ქვეყნის განადგურება, სიცრუე და მეორე მხარეს არის სიმშვიდე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა ევროპული მომავლისკენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სერიული მკვლელები არიან ხელისუფლებაში” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში მძიმე...

“რეჟიმის საქმე წასულია, მათ არასწორი მხარე აირჩიეს, მისი დასრულება მხოლოდ დროის საკითხია და ეს...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნების" მიერ...

“რამდენი პოლიტპატიმრის მშობელი უნდა მოკლას რუს-ქოცების რეჟიმმა, რომ ჩვენ ისე გავბრაზდეთ, ისე ავჯანყდეთ, რომ...

"ნაციონალური მოძრაობის" თაჯდომარე, თინა ბოკუჩავა ემოციური პოსტით ეხმიანება პატიმრობაში...

“პატრიოტები თუ ხართ ქოცები, თქვან მოქალაქეობაზე უარი” – ნანკა კალატოზიშვილი

,,ქართული ოცნების” დეპუტატების, პოლიტიკური თანამდებობის პირების დიდი ნაწილის შვილები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ნამდვილი პროფესიონალი მწყემსია რა, ცხვრების ფარაში…” – გია ხუხაშვილი

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ალეგორიული შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

მიხეილ სააკაშვილი: “თბილისი აღვირახსნილ კორუფციაშია ჩაფლული”

საქართველოეს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პოზიცია: "თბილისი აღვირახსნილ კორუფციაშია...