,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, იგორ ნარმანია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს მცხეთაში, ,,ქართული ოცნების” მიერ გამართულ ღონისძიებაზე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერების წინაშე პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით:
,,მოვისმინეთ ბიძინას ისტერიული გოდება 😊.
ბიძინა ივანიშვილო, მინდა გითხრა, რომ სასაცილოდ არ გვყოფნის, შენს მიერ დაანონსებული რეპრესიები, აღძრული საქმეები, დაბარებები, სასამართლოები.
დაჩიავებულო, მხდალო და მატყუარა კაცო, კარგად ხვდები, რომ ვერ მოახერხე ჩვენი გარუსება, საქართველოს მოქალაქეებმა, თავისუფალმა თაობამ არ მოგცა ამის ფუფუნება.
თუ ვინმე დაისჯება, და დაისჯება 26 ოქტომრის შემდეგ სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ეს იქნება ბიძინა და მისი დამქაშები, რადგან ჩვენი მიზანი მხოლოდ ერთია – თავგანწირული ბრძოლით გამარჯვება ! 🇬🇪“, – წერს იგორ ნარმანია სოციალურ ქსელში.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი