პარასკევი, ივლისი 4, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლო გავიდეს სამშვიდობოს 26...

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლო გავიდეს სამშვიდობოს 26 ოქტომბერს” – ხატია დეკანოიძე

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ხატია დეკანოიძე დღეს გამართულ ბრიფინგზე საუბრობს მის ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში’’ დაბრუნების საკითხსა და არჩევნებთან დაკავშირებით:

მოგესალმებით ყველ! პირველ რიგში ძალიან მიხარია, რომ კვლავ ვხდებით, რადგან მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ელოდებოდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მეც ძალიან მიხარია, რომ ამ ფონზე, ამ პლატფორმიდან გამოვაცხადეთ და დიდი მადლობა კობას.

რა თქმა უნდა, კონსულტაციები პირველ რიგში იყო მიხეილ სააკაშვილთან, კობასთან, ყველა იმ ადამიანთან, რომლებსაც მე ძალიან დიდი ხანია ვიცნობ პრინციპში და ბევრი გზა მაქვს გამოვლილი ამ ადამიანებთან ერთად, ბევრი გამარჯვება გვაქვს და ყველას მინდა შევახსენო ქუთაისის გამარჯვება. მე კიდევ გეტყვით ჩემს ერთ ძალიან მნიშვნელოვან მოსაზრებას – ქვეყანა არის უმძიმესი საფრთხის ქვეშ, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა ძალიან მარტივი რამ, რომ თუ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ მაშინ ისინი გააუქმებენ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ქვეყანა წავა დიქტატურისკენ, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა დადგეს მაღლა, ყოველგვარ ეგოცენტრულობაზე, ყოველგვარ საკუთარ თავზე ფიქრზე და რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდანაც იმ პლატფორმაზე დაბრუნება, საიდანაც ბრძოლა მე რამდენიმე წლის წინ დავიწყე, ვფიქრობ არის ძალიან ბუნებრივი და არაფერი აქ განსაკუთრებული არ არის.

კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი – თქვენ შეიძლება იფიქროთ რა არის ჩვენი ყველას ფუნქცია? მე ვხედავ ჩემს ფუნქციას პირველ რიგში ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ვხედავ ჩემს ფუნქციას ბრძოლას იმაში, რომ ყველა იყოს ერთიანი, მეტ-ნაკლებად ის ადამიანები, ვისაც შეიძლება ჩვენ არ ვეთანხმებით, ვიცნობთ კარგად მაგრამ არ ვეთანხმებით, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, დიდი მადლობა მიხეილ სააკაშვილს.

მე მინდა კობას და ჩემს მეგობრებს ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა და თინა არ იმყოფება დღეს აქ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მე თინას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და ძალიან დიდი მხარდაჭერით მის მიმართ, ამ ძალიან მძიმე ბრძოლაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი შემთხვევისთვის, ნებისმიერი ბრძოლისთვის თითოეული ჩვენგანი არის მზად. ჩემთვის ჩემი პირადი კეთილდღეობა არ ნიშნავს არაფერს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლო გავიდეს სამშვიდობოს 26 ოქტომბერს. ამიტომ ნებისმიერი ეგოცენტრულობა არის ახლა მეორეხარისხოვანი და ნებისმიერი პირადი კინკლაობა.

მთავარი ყველა რაზეც უნდა ვიყოთ ორიენტირებულები და ეს თქვა კობამ, ეს თქვეს ჩემმა მეგობრებმა, ეს თქვა მიხეილ სააკაშვილმა, ყველა იმ ადამიანმა, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა პარტიაშია, მაგრამ ამ ბრძოლის ველზეა, რომ მთავარი ფოკუსი ახლა არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა.

გისურვებთ ყველას წარმატებას, ვუსურვებ ჩვენ თავს წარმატებას ამ ბრძოლაში და მე პირადად, როგორც ერთი ადამიანი, ერთი რიგითი ჯარისკაცი, როგორც ძალიან ბევრჯერ 2014 წელს – კახეთში, 2020 წელს – ისანში, 2021 წელს – ქუთაისში – ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად, ქუთაისი ჩვენ მოვიგეთ ისევე როგორც ძალიან ბევრი ქალაქი დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლაში შევალთ. მადლობა, წარმატებები და მომავალ შეხვედრამდე’’, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო...

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: "არჩევნების...

“ომი გინდათ?” – ამ კითხვის დამსმელი რეგვენი ქოცი ერთხელ მაინც უნდა გაუშვა ომში! –...

უკრაინაში მიმდინარე ომის შეფასებას ახდენს "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...