ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა მოშლილია და ახლა „ქართული...

“ამ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა მოშლილია და ახლა „ქართული ოცნება“ მას სრული ფინანსური კრიზისით ემუქრება ამერიკასთან ურთიერთობის დანგრევით” – სოფო ჯაფარიძე

ამ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა მოშლილია და ახლა „ქართული ოცნება“ მას სრული ფინანსური კრიზისით ემუქრება ამერიკასთან ურთიერთობის დანგრევით. ივანიშვილის რუსული კანონი არა მხოლოდ გვიკეტავს ჩვენ გზას ევროპისკენ, არამედ გვიწყვეტს დახმარებასა და მხარდაჭერას, რომელიც გადაარჩენს ძალიან ბევრ სიცოცხლეს საქართველოში“, – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:

ამ დრომდე საქართველოს მთავრობას არ გაუცია მკაფიო პასუხი, როგორ აპირებს გააგრძელოს ის პროექტები, რომელიც ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების მიერ ფინანსდებოდა და „ქართული ოცნების“ რუსული პოლიტიკის გამო შეჩერდა!!!!

საზოგადოებამ უნდა იცოდეს „ქართული ოცნების“ შექმნილი კრიზისის გამო რა ბედი ელის ამ პროექტებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა, ეს პროქეტები, ჯამში 95 მილიონ დოლარზეა საუბარი! მათ შორის არის ჯანდაცვის სექტორის.

ამ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა მოშლილია და ახლა „ქართული ოცნება“ მას სრული ფინანსური კრიზისით ემუქრება ამერიკასთან ურთიერთობის დანგრევით.

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი არა მხოლოდ გვიკეტავს ჩვენს გზას ევროპისკენ, არამედ გვწყვეტს დახმარებასა და მხარდაჭერას, რომელიც გადაარჩენს ძალიან ბევრ სიცოცხლეს საქართველოში.

აქ საუბარია პროექტებზე როგორიცაა ექიმების მომზადება, საავადმყოფოების მშენებლობა, ინტერნეტის მიწოდება სოფლად კლინიკებისთვის და სხვა ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვან პროექტზე.

შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში მხოლოდ ამერიკული დახმარება 6 მილიარდ დოლარს აჭარბებს. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ეს კონტაქტები კიდევ უფრო გაძლიერდა და საქართველოში არაერთი უმნიშვნელოვანესი ამერიკული პროექტი განხორციელდა, მათ შორის არის ლუგარის ლაბორატორია.

ამიტომ ჩემი კოლეგები თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე ახლა ესწრებიან ჩიკაგოში დემოკრატიული პარტიის ყრილობას – ჩვენ იქ ვართ ერთი მკაფიო გზავნილით, საქართველო ხელახლა გაიხსნება ამერიკული ინვესტიციებისთვის და დახმარებისთვის, როდესაც ჩვენ მოვიშორებთ „ქართულ ოცნებას“.

შეერთებული შტატების მხარდაჭერით, ჩვენ ავაშენებთ მეტ საავადმყოფოს, მოვამზადებთ მეტ ექიმს და ექთნებს და გავაუმჯობესებთ ჯანდაცვას ქართველებისთვის, რათა მათ იცხოვრონ უკეთესად, უფრო დიდხანს. ოღონდ ჯერ ჩვენი ქვეყანა უნდა განვკურნოთ ავადმყოფობისგან, რომელიც არის „ქართული ოცნება“. დასავლური ინვესტიციებისთვის, დასავლური ხელფასებისთვის და დასავლური ხარისხის ჯანდაცვისთვის, ერთიანობა ერთადერთი გამოსავალია“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სოლიდარობა გიორგი ვაშაძეს, თავისუფლება ყველა პოლიტიკურ და სინდისის პატიმარს!” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“გთხოვთ ეხლა არ მიმატოვოთ და მიმაყვანინოთ ბოლომდე, რომ შევძლო დავუბრუნდე ადამიანურ ცხოვრებას და არ...

გიორგი სანდუხაძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება, იგი სოციალურ ქსელში უდიდესი...

“ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, შვილების უკეთესი და დაცული მომავლისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ პირველ წერილში,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“რუსთაველის გამზირის გადაკეტვების და სხვა გამომწვევი ქმედებების ერთერთი მიზანია, რომ ხალხში ვინმეს ნერვებმა უმტყუნოს...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, საპროტესტო აქციების მონაწილეების მხრიდან, რუსთაველის გამზირის...