როგორც მმართველი პარტია აცხადებს, მცირდება უმუშევრობა და იზრდება დასაქმებულთა მაჩვენებელი. ამასთან დაკავშირებით მწვავე შეფასებებს აკეთებს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე:
“ნუ უსმენთ ქოც პროპაგანდისტებს, მათ მხოლოდ ერთი ინტერესი აქვთ, გაიხანძლივონ ხალხის ძარცვის უფლება.
სინამდვილეში ეს არჩევნები იმაზეა, თუ როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, იზოლირებულსა და გაღატაკებულში, რასაც ქოცები გვთავაზობენ თუ ევროპულსა და განვითარებულში, რომელიც ერთიანობით შეგვიძლია ავაშენოთ?!
გვინდა, რომ ეს ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დაცარიელდეს, თუ გვინდა, რომ ემიგრანტები დაბრუნდნენ და გავაერთიანოთ საქართველო?!
არჩევანი მარტივია, ერთიანობა, ევროპა, ინვესტიცია და დასაქმება” – პაატა მანჯგალაძე
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს