“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარესთან, თინა ბოკუჩავასთან ერთად აშშ-ში, ჩიკაგოში იმყოფება. ვიზიტთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს, “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე:
“დემოკრატების კონგრესის პირველი დღე. ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი, აღვადგინოთ ურთიერთობები ამერიკასა და საქართველოს შორის, ურთიერთობები, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” დააზიანა.
ამ ოთხი დღის მანძილზე დემოკრატების ყველა ლიდერი იქნება შეკრებილი. ჩვენ, როგორც დემოკრატებთან, ასევე რესპუბლიკელებთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს.
გარდა მაღალი რანგის წევრებისა, ჩვენ შეხვედრები გვექნება საინვესტიციო წრის წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ მოვემზადოთ ამერიკული ინვესტიციების შემოტანისთვის საქართველოში.
ჩვენს გუნდს შეუძლია უფრო მეტი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან. უფრო მეტი ამერიკული კომპანია საქართველოში შექმნის მეტ სამუშაო ადგილს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძე.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს