შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ხატია დეკანოიძე დღეიდან შეუდგება საქმიანობას, მიხეილ სააკაშვილის მიერ...

“ხატია დეკანოიძე დღეიდან შეუდგება საქმიანობას, მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული კომიტეტის, თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე” – კობა ნაყოფია

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, კობა ნაყოფია გამართულ ბრიფინგზე ინფორმაციას ავრცელებს ხატია დეკანოიძის პარტიაში დაბრუნებისა და მისი თანამდებობის შესახებ:

,,დღეს ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის’’ რიგებში ბრუნდება ხატია დეკანოიძე, რაც ძალიან მისასალმებელია. ხატია დეკანოიძე დღეიდან შეუდგება საქმიანობას, მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული კომიტეტის, თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე.

ალბათ თქვენ გახსოვთ, რომ რამდენიმე დღის წინ, მე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ყრილობამ ამირჩია ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ, დღეიდან ხატია იქნება ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ადამიანები, როგორიც არის ხატია დეკანოიძე, ისევ იქნებიან ,,ნაციონალური მოძრაობის’’ რიგებში, იქნებიან ამ დიდი ერთობის რიგებში. კარგი დასაწყისია და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი საინტერესო, ძალიან სერიოზული ადამიანი, ბევრი სხვადასხვანაირი ადამიანი შემოუერთდება ამ დიდ ბრძოლას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ზუსტად ვიცი, რომ 26 ოქტომბერს ,,ქართული ოცნება’’ გადავა ოპოზიციაში და დღევანდელი ოპოზიციური ძალები, დიდი ერთობით, უმრავლესობას შექმნიან საქართველოს პარლამენტში. ეს არის გარდაუვალი!

მე მქონდა პირადად კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილთან, მას მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო, მას ძალიან კარგად ესმის და ზოგადად ის არის ამ ერთიანობის სულისჩამდგმელი და ის, მუდმივად, ყველაფრისთვის მზად არის ოღონდ ბევრი ერთნაირად მოაზროვნე ადამიანები, ჩვენი ქვეყნის პატრიოტები გაერთიანდნენ, რადგან დღეს ჩვენი ქვეყანა უმძიმეს ვითარებაში იმყოფება. ან ჩვენ თავს ამოვყოფთ რუსეთის ფედერაციაში ან გამარჯვების შემთხვევაში საქართველო დაიბრუნებს იმ დიდ შანს, რაც მას გააჩნია და მის ისტორიულ არჩევანს – ევროპას.

არჩევანი ჩვენი მოსახლეობისთვის იქნება ძალიან მარტივი, მე აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული ჩვენს გამარჯვებაში და ხატია დეკანოიძისნაირი ადამიანები ამ გამარჯვების მოახლოებას კიდევ უფრო გააძლიერებენ ოპოზიციურ ფლანგზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დასაწყისია და კიდევ ბევრი საინტერესო ადამიანი შემოგვიერთდება’’, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...

“არ არსებობს იმაზე ტრაგიკული ადამიანი, ვინც ხელებით, ფეხებით, კბილებით ეჭიდება ძალაუფლებას” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს...

“ნამდვილი პროფესიონალი მწყემსია რა, ცხვრების ფარაში…” – გია ხუხაშვილი

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ალეგორიული შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“გახარია გაიქცა, სალომე თავისუფალია!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ბონდო მძინარაშვილის ირონიული...