კვირა, ივლისი 13, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების...

“ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აღვადგინოთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები’” – თინა ბოკუჩავა

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის’’ ლიდერები თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე აშშ-ში, ,,დემოკრატიული პარტიის’’ საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის წარდგენის ღონისძიებაზე იმყოფებიან. აღნიშნულთან და კონკრეტულ შეხვედრების მნიშვნელობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის მეშვეობით, პოლიტიკურ შეფასებებსა და განმარტებებს აკეთებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა:

,,რამდენიმე კვირის წინ დავესწარი „რესპუბლიკური პარტიის“ კონგრესს. ახლა ვიმყოფებით „დემოკრატიული პარტიის“ კონგრესზე, სადაც დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად კამალა ჰარისის წარდგენა მოხდება.

ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ვესაუბროთ ჩვენ ამერიკელ პარტნიორებს საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით, რადგან ეს სტრატეგიული, უმნიშვნელოვანესი ურთიერთობა ივანიშვილის ანტიდასავლურმა პოლიტიკამ და ნაბიჯებმა მნიშვნელოვნად დააზიანა.

ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აღვადგინოთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები, მოვიზიდოთ ამერიკული ინვესტიციები, მივიღოთ უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან და გადავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ყველა, განსაკუთრებით კი ეკონომიკური მიმართულებით ძალიან დიდ სიკეთეს მოუტანს!’’, – წერს თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვარ შემართებით და ბრძოლის განწყობით, გამარჯვებაში დარწმუნებული” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე თავისი დაბადების 44 წლისთავს...

“უკანონობის ისეთ ეტაპს მივაღწიეთ, რომ შევარდნაძისა და სააკაშვილის ეპოქას ნოსტალგიით ვიხსენებთ!” – ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი ქვეყანაში არსებულ...

“გთავაზობთ ერთიანობის მიღწევის ალტერნატიულ გზას…” – მერაბ მეტრეველი

მერაბ მეტრეველის "შავი პოლიტ-იუმორი": "რადგან ყველა ოპოზიციის ერთიანობას მისტირის და...

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...