სამშაბათი, აპრილი 29, 2025
7.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდანაშაული და სასჯელისასამართლომ მიხეილ კალანდია, დათუნა სარალიძის მკვლელობაში, დამნაშავედ ცნო...

სასამართლომ მიხეილ კალანდია, დათუნა სარალიძის მკვლელობაში, დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 11 წლითა და 3 თვით პატიმრობა განუსაზღვრა

მიხეილ კალანდია თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო დათუნა სარალიძის განძრახ მკვლელობაში და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, 1/3-ით შემცირდა და ბრალდებულს საბოლოოდ 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მიხეილ კალანდიას მამა თენგიზ კალანდია და ასევე ძმა – ლუკა კალანდია სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დაკვეთას უწოდებენ, საუბრობენ ამ საქმეში „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს” ინტერესებზე.

„პროკურატურის ინტერესიც, იყო სასამართლოს ინტერესიც იყო და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტორს. მათ გამოძიება ვერ წაიყვანეს ისე, რომ ჭეშმარიტება დაედგინათ. ყველაზე დაბალი ღობე მე მნახეს, 6 შვილიანი ოჯახი, რომელსაც არც ფული გვაქვს და არც ნაცნობობა და ჩვენ გაგვწირეს, ყველაზე ადვილად ჩვენზე შესახოცი იყო ხელი. ამიტომ ჩვენ გაგვწირეს და დანარჩენი ყველა კარგად არის.

ამ საქმეში სუბელიანის ინტერესი არ იყო. „ევროპული საქარველოს ინტერესი იყო, თვითონ სუბელიანს ჰქონდა კადრები. სხვა ინტერესი სუბელიანის არ იყო არაფერი. ნაკაიძეს აქვს ფულით მოგვარებული საქმე. ყველამ აიღო ფული, ყველამ რაღაც სარგებელი ნახა ამ საქმიდან, რომ მიხეილი დაჭერილიყო , მეტი არაფერი არ არის ყველაფერი არის პოლიტიკა,“ – განაცხადა მიხეილ კალანდიას მამამ.

ლუკა კალანდია, დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმა აცხადებს, რომ ეს საქმე არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთაა მმართველი ძალის მიერ. სასამართლო ასრულებს ძალაუფლების მქონე ადამიანების დავალებებს.

ყველამ იცოდეს, რომ ნიკოლოზ მარსაგიშვილი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე არაობიექტური, მიკერძოებული, პოლიტიკური დავალებების შემსრულებელია, სამ სააათიანი დასკვნითი სიტყვის შემდეგ ითქვა, რომ მიხეილი უდანაშაულო იყო, ეს იყო მტკიცებულებებზე დაყრდნობით და დღეს მოსამართლე გვეუბნება, რომ 15 წლით უნდა წავიდეს უდანაშაულო ბავშვი ციხეში. ეს არის პოლიტიკური დავალება და მეტი არაფერი ეჭიდაოს სტრასბურგს, მე კიდევ ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ საქართველოში სამართალი არ არსებობს.

ჩვენი მოლოდიდნი იყო ის, რომ მოსამართლე შეინარჩუნებდა სამართლებრივ-მორალურ სახეს და გამოიტანდა იმ განაჩენს, რომელიც სინამდვილეში უნდა გამოეტანა. მაგრამ როგორც ხედავთ დავალებით ხდება ყველაფერი, პოლიტიკურად არის ანგაჟირებული და დავალებებით იმართება ქვეყანა, შესაბამისად ეს დავალებაც შესრულდა. ეს იყო პოლიტიკური პარტიების თამაში.

მიხეილ კალანდიას დაჭერა თავისდროზე ვისი დავალებითაც მოხდა მკაფიოა. იმიტომ, რომ სასამართლო ეკუთვნის იმას ვისაც ძალაუფლება აქვს ხელში. „ქართულმა ოცნებამ“ დღეს დააყენებინა ის განაჩენი, რომელიც მათ სჭირდებოდათ იმისათვის, რომ 8 თვიანი სტაბილურობა შეენარჩუნებინათ ქვეყანაში, ბოდიში მაგრამ რვა თვიანი სტაბილურობით შორს ვერ წავლენ.

დღეს ხელისუფლებამ დროებით შეინარჩუნა ძალაუფლება. თავიდან აირიდა ზაზა სარალიძის განაწყენება და მოსალოდნელი აქციები მიხეილ კალანდიას გამართლების შემთხვევაში. მე ვამბობ მკაფიოდ ჩვენი ოჯახი არ აპირებს დანებებას,” – აცხადებს ლუკა კალანდია.

მიხეილ კალანდიას ერთ-ერთი ადვოკატის განცხადებით ეს პროცესი იყო უსამართლო და მმართველი გუნდის პოლიტიკური დაკვეთა, რადგან სხვაგვარად ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა გამოტანილი.

სამართლებრივად შევაფასებ. როგორც ის სამარცხვინო საპროცესო შეთანხმება უზენაეს სასამართლოში ჯანაშიას მიმართ გაფორმდა, იგივე სამარცვინო განაჩენი იქნა გამოტანილი. არავითარი მტკიცებულება არ იყო რაზეც უნდა დაყრდნობილიყო და ემსჯელა მოსამართლეს,“ – აცხადებს მიხეილ კალანდიას ადვოკატი ამირან ცინაძე.

პროკურორი ბესიკ ქვარცხავა აცხადებს, რომ განაჩენი გამოტანილი იყო მტკიცებულებებზე დაყრდნობით და სწორედ ეს მტკიცებულებები ცხადყოფს მიხეილ კალანდიას დანაშაულს ამ საქმეში.

ბრალდების მხარის მიერ დაახლოებით 9 თვის განმავლობაში წარმოდგენილი და უშუალოდ გამოკვლეული იყო 150-მდე მოწმის ჩვენება, ასევე წარმოდგენილი იქნა ათეულობით ნივთიერი მტკიცებულება და ასეულობით წერილობითი მტკიცებულება.

აღნიშნული განაჩენით დასტურდება, რომ ჭრილობა მიაყენა ბასრი საგნის გამოყენებით მსჯავრდებულმა დავით სარალიძეს,“ – აცხადებს პროკურორი ბესიკ ქვარცხავა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი ვაშაძე: “ვიცი, რომ სიმართლის მხარეს ვდგავარ”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე განცხადებას ავრცელებს მის სასამართლო...

“რუსთაველის გამზირზე დგომა ჩემი კონსტიტუციური უფლებაა. პრინციპული პოზიციაა, რომ არ გადავიხდი ამ ჯარიმებს” –...

“იმის თქმა, რომ ანწუხელიძე გმირია, საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, საქართველოს...

“როცა შეუძლია, რომ პატიმრის ოჯახზე ილაპარაკოს ისე, როგორც ილაპარაკეს, ეს არის არაკაცობა და მეტი...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...