spot_img
მთავარიემიგრანტის ხმა "პარალელზე""საქართველოში ხელფასები, სამუშაოები იყოს, აქ ვის რა უნდა?!”...

“საქართველოში ხელფასები, სამუშაოები იყოს, აქ ვის რა უნდა?!” – თინათინ ნადარეიშვილი

ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, თინათინ ნადარეიშვილი სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში განმარტავს მიზეზებს, თუ რატომ მოუწია საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა:

რამდენი ხანია, რაც ემიგრაციაში ხართ?
⁃ 2 წელი მთავრდება აქ რომ ვარ, ემიგრაციაში.

მიზეზი რა იყო თქვენი ემიგრაციაში წამოსვლის?
⁃ სახლი დამეწვა. მოვედი, რომ ცოტა ვიშოვო და სახლი გამეკეთებინა ბავშვებისთვის, რომ არ დავრჩენილიყავი უმუშევარი და უსახლ-კარო.

თუ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?
⁃ კი, მომავლი წლის 26 იანვარს უნდა წავიდე აქედან.

რა მოლოდინი გაქვთ, როცა თქვენს ქვეყანაში ჩახვალთ?
⁃ ჩემი ხელების მარჯვენა მომცეს, ჯანმრთელობა უფალმა, მეტი არაფრის პრობლემა არ მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება – ოღონდ საქართველოში ჩავიდე.

როგორია თქვენი 1 დღე ემიგრაციაში?
⁃ ჩემი შვილების გარეშე, რა თქმა უნდა, ემიგრაცია რა არის ისეთი კარგი, რომ… ყველას გულისსატკივარია აქ რომაა ადამიანი. ჩვენთან ხელფასები, სამუშაოები იყოს, აქ ვის რა უნდა? არ არის ჩვენი მთავრობა მოწყობილი, რომ… ამათ [იტალიას] გაუმარჯოს ღმერთმა, მისცეს ხვავი და ბარაქა ამ იტალიას, რონ ჩვენც გვინახავს – საჭმელია, სასმელია, კარგია თუ ცუდია, მაინც გვინახავენ ესენი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა და...

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება ევროკავშირთან დაკავშირებით: "გუშინ, გაფართოების საკითხებში...

“ყველამ კეთილი უნდა ინებოს და განსხვავებული მოსაზრება გადმოსცეს შეურაცხყოფის გარეშე” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა უნდა მიეჩვიოს განსხვავებული...

“როცა სისტემა თავად ქმნის მონსტრებს, ცხადია, ჯანსაღი ვერაფერი აღმოცენდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე საქართველოში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“აბსურდული ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ დროს მართლმსაჯულება...

იურისტი, უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ (Georgian...

“რეჟიმმა განაჩენი გაუტეხლობას გამოუტანა და არა დანაშაულს, იმიტომ რომ მას გაუტეხლობა ამარცხებს და არა...

4 ოქტომბრისა და სხვა საქმეებთან დაკავშირებით განაჩენების გამოტანას, კონკრეტული...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...