spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ერთიანობამ მოიტანა დიდი ცვლილებები 2003 წელს და მჯერა,...

“ერთიანობამ მოიტანა დიდი ცვლილებები 2003 წელს და მჯერა, სწორედ ერთიანობა მოიტანს დიდ ცვლილებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ 26 ოქტომბერს” – თინა ბოკუჩავა

ერთიანობამ მოიტანა დიდი ცვლილებები 2003 წელს და მჯერა, სწორედ ერთიანობა მოიტანს დიდ ცვლილებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ 26 ოქტომბერს, როდესაც ჩვენ ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ. ასე რომ, გავძლიერდეთ, გავმხნევდეთ, ერთმანეთს ხელები ჩავჭიდოთ და წინ, გამარჯვებისკენ! ერთიანობით ვიმარჯვებთ!”, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავავ გაერთიანებაში ახალი სუბიექტის, პარტია “ევროპული საქართველოს” შეერთებასთან და კობა ნაყოფიას პროცესებში აქტიურად ჩართვასთან დაკავშირებით:

ჩვენ კიდევ უფრო ვძლიერდებით, რადგან ერთიანობას, “ნაციონალურ მოძრაობას”, პლატფორმა ერთიანობას წინასაარჩევნოდ უერთდება კიდევ ერთი პროდასავლური, ევროპული სახალხო პარტიის წევრი პარტია, ეს არის “ევროპული საქართველო” და მისი ლიდერი გიგი წერეთელი, რომელიც დღეს ჩვენთან ერთადაა და რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსი საქართველოში, რომელსაც ჰქონდა ყველაზე მაღალი არჩევითი პოზიცია საერთაშორისო არენაზე და წარმოადგენდა საქართველოს.

მე მინახავს, როგორ სცემდნენ მას პატივს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც ის იყო პრეზიდენტი მრავალი წლის მანძილზე და ეს, რა თქმა უნდა, არის ქვეყნის პრესტიჟი.

მე ძალიან მიხარია, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ რუსული კანონის რეინიცირებამდე საუბრობდა ერთიანობის მნიშვნელობაზე, ახლა მისი მუდმივი მოწოდებები ერთიანობისკენ, კიდევ ერთხელ აჩვენებს ქვეყანასა და მსოფლიოს, რომ იყო, არის და იქნება მთავარი გამაერთიანებელი ჩვენს ქვეყანაში.

სწორედ ერთიანობამ მოიტანა დიდი ცვლილებები 2003 წელს და მჯერა, სწორედ ერთიანობა მოიტანს დიდ ცვლილებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ 26 ოქტომბერს, როდესაც ჩვენ ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ერთიანობა ჩვენთვის არ არის მხოლოდ სიტყვა ან საარჩევნო სლოგანი, ეს არის იდეა, რომლისაც გვწამს და გვჯერა, რომ სწორედ ერთიანობით გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ დავამარცხოთ ის კლანური მმართველობა, ის კორუფცია, სიღარიბე, ის უპერსპექტივობა, რაც ივანიშვილის თორმეტწლიანმა მმართველობამ მოიტანა.

ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ქართველი დედები, რომლებიც იძულებით იმყოფებიან ემიგრაციაში, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ქართული ოჯახები.

ჩვენ უნდა მივცეთ ადამიანებს პერსპექტივის განცდა, უნდა მივცეთ ახალგაზრდებს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა, ბავშვებს უნდა დავუბრუნოთ ლაღი ბავშვობა, ხოლო ჩვენს მშობლებს უნდა დავუბრუნოთ უზრუნველი, ღირსეული სიბერე, რომელიც წაართვა ივანიშვილმა. მაგრამ არსებობს იმედი და ეს იმედი 26 ოქტომბერთანაა დაკავშირებული, როდესაც ჩვენ აუცილებლად უნდა გავერთიანდეთ, აუცილებლად უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალები და “ნაციონალური მოძრაობა” იქნება მთავარი ფლაგმანი ამ ერთიანობის და ამ გამარჯვების. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და თქვენი შემართება, პარტიის თითოეული წევრის შემართება, ის იმედი, ის რწმენა, რომელსაც ვხედავ ყველგან, იქნება ეს აჭარა, სამეგრელო, იმერეთი თუ შიდა ქართლი თუ ახალციხე, მე ვხედავ რომ დიახ, სწორედ ერთიანობა სურს ხალხს და სწორედ ერთიანობა მოიტანს იმ დიდ გამარჯვებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოვიარეთ მთელი საქართველო და ყველა მოგვიწოდებდა გაერთიანებისკენ და იმისკენ, რომ გავერთიანებულიყავით ჩვენი ქვეყნის ევროპული პერპექტივის გადასარჩენად.

ახლა ევროპული პერსპექტივა ერთი ხელის გაწვდენაზეა. როგორც არასდროს, ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ღირსეული წევრი. ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ და მე მჯერა, რომ ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებთ და ძალიან მალე, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან, გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მე გპირდებით, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველო გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან და უმოკლეს ვადაში ჩვენი ქვეყანა გახდება ევროკავშირის ღირსეული წევრი.

პრეზიდენტი სააკაშვილი იყო მთავარი მოტივატორი და მე მჯერა, რომ დღევანდელი გამსხვილებით ის იქნება კმაყოფილი.

ერთი მხრივ, კობა ნაყოფია, რომელიც არის მისი ძველი მეგობარი და თანამებრძოლი, შემოგვიერთდა, მეორე მხრივ, შემოგვიერთდა “ევროპული საქართველო”, რომელიც არის დიდი ევროპული ოჯახის წევრი პარტია, რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის.

ასე რომ, გავძლიერდეთ, გავმხნევდეთ, ერთმანეთს ხელები ჩავჭიდოთ და წინ, გამარჯვებისკენ!
ერთიანობით ვიმარჯვებთ!”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კორუფციაში ჩაძირულ მთავრობას რაში აინტერესებს ხალხი და მათი ბავშვები” – ანა დოლიძე

რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ სკვერში მომხდარ შემთხვევას, რა...

ირაკლი კობახიძე: “ევროპარლამენტის საქმე არ არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილების შეფასება”

საქართველოს მმართველ გუნდთან მიმართებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ მწვავე კრიტიკულ...

“კობახიძემ პარლამენტში კიდევ ერთხელ განავითარა ორი პარალელური “ლოგიკური” ხაზი, რომლებსაც “ქართული ოცნება” ბოლო წლებია...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს – კახა კალაძის განმარტებები

დედაქალაქის მერია თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...