შაბათი, ივლისი 19, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კობა ნაყოფია პარტიაში არ დაბრუნებულა, რადგან ის არც...

“კობა ნაყოფია პარტიაში არ დაბრუნებულა, რადგან ის არც წასულა. რჩებოდა როგორც პარტიის წევრად, ისე ფრაქციის წევრად” – ლევან ბეჟაშვილი

კობა ნაყოფია პარტიაში არ დაბრუნებულა, რადგან ის არც წასულა. რჩებოდა როგორც პარტიის წევრად, ისე ფრაქციის წევრად. შესაბამისად, საუბარია კობა ნაყოფიასათვის ახალი პოზიციის შექმნაზე წესდებით და პარტიის სტრუქტურაში ეროვნული კომიტეტის სახით, რომელიც მას მისცემს საშუალებას თავისი რესურსი სრულფასოვნად გამოიყენოს,” – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა

ერთიანობის პოლიტიკური კოალიცია აგრძელებს სხვადასხვა პარტიებთან და საზოგადო მოღვაწეებთან კონსულტაციას იმისათვის, რომ მოხდეს საზოგადოების მთავარი დაკვეთის აღსრულება, მოხდეს პოლიტიკური ძალების გაერთიანება, ერთიანობის ჩამოყალიბება, იმისათვის რომ ხალხმა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში. ამ მიზნით ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს “ევროპულ საქართველოსთანაც”, სხვა პარტიებთან, სხვა საზოგადო მოღვაწეებთან და ეს პროცესი გაგრძელდება საბოლოოდ დიდი ერთიანობის შექმნამდე. ბუნებრივია ხვალ იქნება დაგეგმილი პარტიის ყრილობა და პარტიის ყრილობაზე გაჟღერდება ის კონკრეტული გადაწყვეტილებები და შედეგები, რომლებიც ამ დროისთვის მოლაპარაკებების ხარჯზე მიმდინარეობს სხვადასხვა პარტიებთან და მათ შორის “ევროპულ საქართველოსთან” დაკავშირებით ხვალ გაჟღერდება შესაბამისი გადაწყვეტილება.

მოლაპარაკებების სპეციფიკიდან გამომდინარე ამ ეტაპზე გაუმართლებლად მიმაჩნია კონკრეტული პარტიების დასახელება, თუმცა ეს პროცესი მიმდინარეობდა მანამდეც, ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს, მათ შორის მნიშვნელოვანია საზოგადო მოღვაწეებთან, ცალკეულ ლიდერებთან კონსულტაციები, ამიტომ ეს პროცესი გაგრძელდება და კიდევ უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს.

უნდა დავაზუსტოთ, რომ კობა ნაყოფია პარტიაში არ დაბრუნებულა, იმიტომ რომ კობა ნაყოფია პარტიიდან არც წასულა. ის რჩებოდა როგორც პარტიის წევრად, ისე ფრაქციის წევრად. შესაბამისად, საუბარი არის კობა ნაყოფიასათვის ახალი პოზიციის შექმნა წესდებით და პარტიის სტრუქტურაში ეროვნული კომიტეტის სახით, რომელიც მას მისცემს საშუალებას თავისი რესურსი სრულფასოვნად გამოიყენოს. ის იქნება პარტიის ხელმძღვანელი, ერთ-ერთი თანამდებობის პირი, ექნება კონკრეტული მიმართულება, რომელიც გაითვალისწინებს პარტიაში ახალი საზოგადო მოღვაწეების და პოლიტიკაში შემოსვლის სურვილის მქონე პირებისთვის პლატფორმის შექმნას. ამ მხრივ მოლაპარაკებებს ის აწარმოებს და კომიტეტის წევრებსაც დანიშნავს პარტიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით და ეს პოზიცია წესდებაში იქნება ასახული. პარტიის ყრილობა დაამტკიცებს ამ წესდებაში ცვლილებებს და მის არჩევასაც მოახდენს”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სერიული მკვლელები არიან ხელისუფლებაში” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში მძიმე...

“კალაძემ თავისი კორუფციული სქემებით თბილისი აქცია ქალაქად, რომელიც ცხოვრობს ტრაგედიიდან, ტრაგედიამდე” – სოფო ჯაფარიძე

“კალაძემ თავისი კორუფციული სქემებით, სამწუხაროდ, თბილისი აქცია ქალაქად, რომელიც...

“იმათ საყურადღებოდ, ვინც დღემდე მე თუ სხვა ადამიანებს საყვედურობს, რომ ბიძინამ ბევრი სიკეთე გაგვიკეთა...

საზოგადოებაში გავრცელებულ კონკრეტულ მინიშნებებს, ერთგვარი შედარებითი განმარტებებით, ეხმაურება ანალიტიკოსი,...

“გარუსება სხვა კი არაფერია, მხოლოდ სიტყვები კი არა, ეს შინაგანი მდგომარეობაა, როცა შენ უსასტიკეს...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთი პატიმრის მშობლის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მეოთხე მშობელია, ვინც შვილის პატიმრობას ვერ გაუძლო!” – ელისო კილაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დედის...

ელისო კილაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მძიმე მინიშნებებით: "ჯაფარას...

“მდინარაძე არის ივანიშვილის “შავი კასის” მთავარი ხელმძღვანელი” – ლევან ხაბეიშვილი

ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძის ბურუსით მოცულ დაჭრასთაბ დაკავშირებით კონკრეტულ...