პარასკევი, ივლისი 18, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"26 ოქტომბერს "ქართული ოცნება" თავისი ტროლ-ბოტებით წარსულს უნდა...

“26 ოქტომბერს “ქართული ოცნება” თავისი ტროლ-ბოტებით წარსულს უნდა ჩავაბაროთ! თუ რუსეთში გინდათ წასვლა წადით და ამ ქვეყანას დაანებეთ თავი!” – გიორგი ვაშაძე

ფეისბუქის მიერ რუსეთში გაუქმებულ გვერდებთან დაკავშირებით სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე:

მართლაც წარმოუდგენელ რეალობაში ვცხოვრობთ. მთავრობა, რომელიც ხალხზე უნდა ზრუნავდეს – დასაქმებაზე, ფასების დაკლებაზე, ემიგრაციაში რომ ხალხი არ წავიდეს, ზრუნავდეს შობადობის უმძიმეს პრობლემებზე, თურმე რითია დაკავებული.

ფეისბუქმა 76 ანგარიში გააუქმა რუსეთში, 30 „ფეისბუქ“-გვერდი და 11 „ინსტაგრამ“ ანგარიში წაიშალა, რომელიც რუსეთიდან იმართებოდა, „რუსული კანონის“ მხარდასაჭერად. ანუ „ქართული ოცნების“ პროპაგანდის მხარდასაჭერად რუსეთში შექმნილია მთელი სისტემები, რომლებიც მათ ეხმარებიან, რომ ყალბი ინფორმაციები გაავრცელონ საქართველოში.

მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში 77 ათასი დოლარია დახარჯული რუსეთიდან იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ დაეხმარონ სიყალბის გავრცელებაში.

მე მინდა ვკითხო  „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს  – იმ სიყალბეების გავრცელება აღარ გყოფნით საქართველოში და ახლა რუსეთიდან გამოიძახეთ მხარდასაჭერად, რომ ყალბი ინფორმაცია მიაწოდოთ ხალხს?

ეს არის თქვენი სახე?!  ეს არის ხალხზე ზრუნვა?!

26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ თავისი ტროლ-ბოტებით წარსულს უნდა ჩავაბაროთ! თუ რუსეთში გინდათ წასვლა წადით და ამ ქვეყანას დაანებეთ თავი!” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ტრამპმა უბრალოდ სამიოდე თვით გაითამაშა “მშვიდობისმყოფელის” როლი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აშშ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ თავის...

პაატა მანჯგალაძე: “პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოში რეპრესიების იარაღად იქცა”

საქართველოში ბოლო დროს მომხდარ კონკრეტულ მძიმე ფაქტებს მწვავე შეფასებებით...

“მდინარაძე არის ივანიშვილის “შავი კასის” მთავარი ხელმძღვანელი” – ლევან ხაბეიშვილი

ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძის ბურუსით მოცულ დაჭრასთაბ დაკავშირებით კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მეოთხე მშობელია, ვინც შვილის პატიმრობას ვერ გაუძლო!” – ელისო კილაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დედის...

ელისო კილაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მძიმე მინიშნებებით: "ჯაფარას...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...