პარასკევი, აპრილი 26, 2024

ახალ ამბებში რედაქტორად აღარ ვიქნები, ასე შემომითვალეს – მაია მერკვილაძე

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით მაია მერკვილაძე მთავარი რედაქტორის პოზიციას დატოვებს. ამის შესახებ, თავად მაია მერკვილაძემ, სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა საზოგადოებას. მისი თქმით, ახალი ამბების რედაქტორი ნინო ხაჟომია იქნება.

მაია მერკვილაძის ინფორმაციით, მას სამუშაო ერთი ვერსიით რადიოში შესთავაზეს, მეორე კი ერთგვარი გაუგებრობა – ტოქ შოუ. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია.

მოკლედ, ვიცი გაინტერესებდათ, შემომითვალეს, ახალ ამბებში რედაქტორად აღარ ვიქნები. ნინო ხაჟომია მოდის რედაქტორად,“ – წერს მაია მერკვილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში საშტატო ცვლილებები იგეგმება, რომლის მიხედვითაც მაუწყებლის თანამშრომლების უმრავლესობას არხის დატოვება მოუწევს.

ავტორი
ბეჟან ბერულავა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული