ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ ასარჩევად მხარს ვუჭერ ჩემს...

პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ ასარჩევად მხარს ვუჭერ ჩემს ძველ თანამებრძოლს და მეგობარს კობა ნაყოფიას

მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე ვრცელდება მისი განცხადება ახალი შეთავაზებებით “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ კონკრეტული სტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებით:

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ სულ უფრო იკრებს ძალას და ახალ ხალხს. ამ პროცესის ხელშესაწყობად შემომაქვს წინადადება შეიქმნას პარტიის ეროვნული კომიტეტი, რომლის ამოცანასაც ვხედავ კიდევ მეტი ერთობის შექმნაში. ძალიან მომწონს თინა ბოკუჩავას მუშაობა, რომელიც ჩამოყალიბდა ჭეშმარიტ ეროვნულ ლიდერად.

ბრწყინვალე სამუშაოს სწევენ გიორგი ვაშაძე, გია ჯაფარიძე. ჩვენი ახალგაზრდობაც ირაკლი ფავლენიშვილი, იგორ ნარმანია და ლევან სანიკიძე გახდნენ მიზიდულობის ცენტრი ათასობით ჯენზისთვის რომლებიც ჩვენი საერთო ფრონტის მთავარ დამრტყმელ ძალად მესახება. ჩვენი გაერთიანება ამ ეტაპზე არის გამოცდილი მებრძოლებისა და ახალი ძალების იდეალური სინთეზი.

პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ ასარჩევად მხარს ვუჭერ ჩემს ძველ თანამებრძოლს და მეგობარს კობა ნაყოფიას და იმედია ყრილობა მას მხარს დაუჭერს. თიკა ბოკუჩავასთან და ერთიანობის „ლიდერშიფთან“ შეთანხმებით პარტიის ეროვნული კომიტეტის ფუნქციები განისაზღვრება შემდეგი პუნქტებით:

1) ნაციონალური კომიტეტი პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და მუდმივმოქმედი ორგანოა, რომელიც იღებს დირექტიული ხასიათის დოკუმენტებს (ეროვნული კომიტეტი არ წარმოადგენს პარტიის საკონსულტაციო ორგანოს); კომიტეტს შეუძლია შექმნას სამუშაო გარემოსათვის შესაბამისი შიდა სტრუქტურული დანაყოფები;

2) ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ირჩევს და ათავისუფლებს პარტიის ყრილობა თავმჯდომარის არჩევნებისთვის განსაზღვრული საარჩევნო წესით;

3) ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარე დამოუკიდებლად ნიშნავს და ათავისუფლებს ამავე კომიტეტის წევრებს და სტრუქტურული დანაყოფის თანამდებობის პირებს;

4) ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარე უფლებამოსილია აწარმოოს პოლიტიკური მნიშვნელობის მოლაპარაკებები, როგორც სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან, ასევე საზოგადოების ცნობილ პიროვნებებთან და გააფორმოს მათთან შესაბამისი შეთანხმების დოკუმენტები;

5) პარტიის აღმასრულებელი ორგანოების შესაბამისი სტრუქტურული რგოლები ნაციონალური კომიტეტს აწვდის ინფორმაციებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;

6) ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარე პარტიის თავმჯდომარესთან ერთად მონაწილეობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარსადგენი პარტიული სიის კანდიდატების შერჩევაში და მათ მიერ შეთანხმებული საერთო პარტიული სია სარეგისტრაციოდ წარედგინება საარჩევნო კომისიას პარტიის თავმჯდომარისა და ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარის ერთობლივი ხელმოწერებით“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

“სალომე ზურაბიშვილზე ისრების გადატანა უსამართლო მგონია” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში მწვავე შეფასებას აკეთებს ოპოზიური...

“პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ და ყველა ჟესტი, სიტყვა თუ ქმედება ამ ბრძოლის ნაწილად აღიქმება” –...

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ვფიქრობ, ყოველი დღე ასე უნდა დავიწყოთ და აქციაც ამის გამო უნდა გაკეთდეს…” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, კონკრეტული მოთხოვნებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...