ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ერთ მუშტად შეკრულ და ძლიერ საქართველოს გაუმარჯოს, რომელიც...

“ერთ მუშტად შეკრულ და ძლიერ საქართველოს გაუმარჯოს, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს” – გიორგი ვაშაძე

ეს არ არის პარტიებს შორის არჩევნები, ეს არის არჩევნები როგორ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ, ეს არჩევნები არის მომავალსა და წარსულს შორის”, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კასპში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ვაშაძის თქმით წარსულს უნდა ჩავაბაროთ დაპირისპირება, კინკლაობა. დაიღალა ერი აი იმ უდიდესი დაპირისპირებით, რომელიც ქვეყანაში არის:

მიხარია, რომ კასპში ვარ, კასპი არის ძალიან საყვარელი რაიონი ჩემთვის, ძალიან ხშირად ვარ ხოლმე თქვენთან სტუმრად.

პირველ რიგში მთავარია ის, რომ ერთიანობა იმარჯვებს, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ 26 ოქტომბერს. პირველი, ეს არ არის პარტიებს შორის არჩევნები, ეს არის არჩევნები როგორ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ, ეს არჩევნები არის მომავალსა და წარსულს შორის.

ჩვენ ვართ მომავალი, “ქართული ოცნება” არის წარსული, ჩვენ წარსულს უნდა ჩავაბაროთ დაპირისპირება, კინკლაობა. დაიღალა ერი აი იმ უდიდესი დაპირისპირებით, რომელიც ქვეყანაში არის. უნდა ჩავაბაროთ წარსულს იმის გარჩევა ვინ ვისზე უკეთესია.

აქ ბევრი ახალგაზრდაა, მათთვის გვინდა ახალი საქართველო, მათთვის გვინდა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში. ჩვენ გვინდა საქართველო ერთიანი, მთლიანი,ძლიერი. სხვაგან ისე არ იციან ერთიანობის მნიშვნელობა, როგორც აქ. აქ ბევრი დევნილი ხართ და ჩვენ გვინდა დევნილები სახლში დაბრუნდეთ, ჩვენ გვინდა, რომ ცხინვალში ჩავიდეთ და მშვიდას ვიცხოვროთ ჩვენს სამშობლოში. ჩვენ გვინდა, რომ ინვესტიციები მოვიძიოთ, სამუშაო ადგილები შევქმნათ.

რა იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი? პირველი, დავამარცხოთ მონოპოლიები და დავუწიოთ ფასებს. მეორე შემოვიყვანოთ ამერიკული და ევროპული კომპანიები და შევქმნათ მაღალანაზღაურებადი ღირსეული სამუშაო ადგილები, რომ თითოელ ოჯახშო შემოსავალი მინიმუმ 2000 ევრო იყოს.

მეორე ის, რომ პენსიონერებს გავუზარდოთ პენსია და მინიმუმ 500 ევრო ჰქონდეთ. ასევე გავუნულოთ საპენსიო სესხები. კასპს დღემდე აწუხებს ცემენტის გამონაბოლქვი, სიმსივნით დაავადება როგორი მომატებულია ქალაქში და რა უნდა ამას? ამ ყველაფერს სჭორდენა ზრუნვა.

ახლა ქალბატონი მეუბნებოდა, რომ საქართველო ყოველთვის ძლიერი იყო ერთიანობით. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იმარჯვებს როცა ერთად ვდაგავართ. როცა გათითოკაცებული ვართ, მტერი ძლიერია და ადვილად გვამარცხებს.

ერთ მუშტად შეკრულ და ძლიერ საქართველოს გაუმარჯოს, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს”, – გიორგი ვაშაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი!” – პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

“ჭკუის მომკითხავი აღარ დაგრჩათ მანდ ვინმე, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თბილისში, ირანის საელჩოში გამართულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...