დენდროლოგიურ პარკში ბაობაბის გამხმარ ხეებსა და მძიმე მდგომარეობაში მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის ავლებს პარალელს “ერთიანობის” ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და მწვავე შეფასებებს აკეთებს ხელისუფლებასთან მიმართებაში:
“პირველ რიგში ვულოცავ ქართველ ოლიმპიელებს გამარჯვებას. ეს ბიჭები არიან საუკეთესო მაგალითი იმის, რა შეუძლია ერთად მდგარ ქართველობას, მებრძოლ ქართულ სულს.
სამწუხაროა, რომ ამ ფონზე ხელისუფლება კვლავ ზიზღის და სიძულვილის ენით ცდილობს ჩვენს გახლეჩას. არ ავყვეთ მათ ღვარძლიან პროპაგანდას და 26 ოქტომბერს ერთიანობით გავიმარჯვებთ. პასუხი მოვთხოვოთ რეჟიმს, რომლისთვისაც ივანიშვილი და მისი ბაობაბის ხე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველო, ქართველი ხალხი და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა.
როგორ შეიძლება ივანიშვილის ბაობაბის ხე უფრო მნიშვნელოვანი იყოს ჩვენი ცხოვრებისთვის ვიდრე თუნდაც გელათი და სამონასტრო კომპლექსში არსებული ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. არა ივანიშვილის რეჟიმს. ერთიანობით გავიმარჯვებთ” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს