კვირა, ივლისი 6, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"26 ოქტომბერი არ არის პარტიებს შორის არჩევანი, ეს...

“26 ოქტომბერი არ არის პარტიებს შორის არჩევანი, ეს არის არჩევანი მომავალსა და წარსულს შორის” – გიორგი ვაშაძე

“ერთიანობის” წინასაარჩევნო ტურნე ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. გაერთიანების ლიდერები და წევრები ამჯერად წყალტუბოში იმყოფებოდნენ, სადავ პოლიტიკური შეფასებები გააკეთა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:

მეგობრებო ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები მოდის. 26 ოქტომბერი არ არის პარტიებს შორის არჩევანი, ეს არის არჩევანი მომავალსა და წარსულს შორის.

ჩვენ ვართ ის მომავალი, რომელსაც უნდა საქართველოს აღმშენებლობა, საქართევლო ევროკავშირში. ძლიერი, ერთიანი, ერთ მუშტად შეკრული საქართველო. სწორედ ამიტომ ჰქვია ჩვენს გაერთიანებას “ერთიანობა”.

როცა ერთიანია საქართველო, მაშინ ვერავერი ვერ უპირისპიდება და მაშინ მტერი ვერ გვამარცხებს. როცა გათითოკაცებული ვართ და ცალკცალკე ვართ სამწუხაროდ მტერი ვერაგია და ძლიერია ამ დროს. 12 წელი საქართველომ დაპირისპირებაში დაყო. 12 წელი “ ქართული ოცნება” მხოლოდ ერთ რამეს აკეთებს, რომ დაგვაპირისპიროს, წაგვკიდოს ერთმანეთს, კიდევ მეტი ზიზღი, კიდევ მეტი სიძულვილი, ბოღმა.

ჩართავ ტელევიზორს და ხალხშიც რო დავდიოდით, ტელევიზორის ყურება შესძულდა ხალხს. იმიტომ, რომ სულ ცუდზეა ლაპარაკი, ხომ შეიძლება ერთხელ გამოხვიდე და მოსახლეობას უთხრა? აი ეს ეროვნული ამოცანა გვაქვს, აი ევროკავშირმა კარი გაგვიღო, დიდი ეროვნული ამოცანა გვავქს, მოდი ეს ამოცანა ერთად შევასრულოთ.

აგერ თინასთან ერთად, თამუნასთან ერთად, როგორც კი ევროკავშირის პერსპექტივა გაიხსნა, პირველი ჩვენ გავაკეთეთ დოკუმენტი და პრემიერი რომ იყო მოსული ვუთხარით, რომ მიუხედაბად იმისა, რომ 2020 წელს არჩევნები გააყალბე, ბევრი რამ გამოვიარეთ ეს არის ეროვნული ამოცანა და მოდი ამ ეროვნული ამოცანით გავერთიანდეთ და გავაკაეთოთ, რათა სასაცილოდ არ იყოთ.

მე ვფიქრობ, რომ წყალტუბო არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენად მიტოვებულია საქართველო. მე ერთ პირობას გაძლევთ, 77 დღე დაგვრჩა 26 ოქტომბრის არჩევნებამდე, მუხლჩაუხრელად ვიშრომოთ. ყველას ჩვენს გარშემო შევეხმიანოთ, 24/7ზე ვიშრომოთ და გამარჯვება არის გარდაუვალი. პირობას გაძლევთ ჩვენი ამოცანა პირველი ადგილი გამარჯვებაში. მორჩა მეორე ადგილი, აღარ გვინდა ვერცხლის მედალი, ოქროს მედალი გვინდა”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვართ კავკასიელები და უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას კავკასია” – მიხეილ სააკაშვილი

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

“ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!” – მამუკა...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...