კვირა, ოქტომბერი 26, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რითაც ჩვენს ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი იყო დაკავებული, ეს...

“რითაც ჩვენს ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი იყო დაკავებული, ეს მხოლოდ და მხოლოდ ქველმოქმედება და კარგი საქმეების კეთება იყო” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე სრულ სიცრუეს და ცილისწამებას უწოდებს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და მას მორიგ დეზინფორმაციას უწოდებს.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დეზინფორმაციის გავრცელების რიცხვი მოიმატებს, რისთვისაც საზოგადოება მზად უნდა იყოს.

რაც უფრო მოახლოვდება 26 ოქტომბერი, მსგავსი ტიპის დეზინფორმაციები უფრო გაძლიერდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ ყველა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ერთ მხარეს არის გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია – გუნდი, რომელიც იბრძვის, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა, მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, განვითარება და ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი გახლავთ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. მისი ხელმძღვანელობით, თაოსნობით ამ წლების განმავლობაში, იმ პრაგმატული პოლიტიკის გატარება მოხდა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, ქვეყანაში არ ყოფილიყო ის უბედურება, რაც ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს უკრაინაში ხდება. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდეს და ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ის ინფორმაცია, რაც უცხოურ მედიაში ბიძინა ივანიშვილის შესახებ გავრცელდა, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, რუსეთთან შეხება წლების განმავლობაში აღარ ჰქონია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სამწუხაროა, როდესაც ხდება ამ ტიპის მანიპულაციები. ყველამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი დეკლარირებული ჰქონდა. მას რუსეთთან ბოლო 20-25 წელია შეხება არ ჰქონია. ზუსტად არ მახსოვს, რომელი წელი იყო, როდესაც რუსეთი დატოვა და საქართველოში წამოვიდა.

რითაც ჩვენს ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი იყო დაკავებული, ეს მხოლოდ და მხოლოდ ქველმოქმედება და კარგი საქმეების კეთება იყო. ამ ტიპის სტატიები, განცხადებები, ვფიქრობ, კიდევ უფრო გაძლიერდება და წამოვა. საზოგადოება მზად უნდა ვიყოთ ამგვარი სპეკულაციებისა და სიბინძურისთვის, რაც დასავლეთიდან მოდის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე ვერაფრით ვიგებ რუსთაველის გადაკეტვის პანაცეას, როდესაც ამდენი ადამიანი ციხის პატიმრობისთვის ხდება განწირული” –...

საპროტესტო აქციების დროს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის მთავარ მიზანთან დაკავშირებით...

“ქვეყანა გადაიქცა ქოცბანდის სათარეშო პოლიგონად, სადაც ოლიგარქის ბანდა სრულ ბატონ-პატრონად გრძნობს თავს” – დავით...

უკრაინაში ნაბრძოლ ქართველ სამოქალაქო აქტივისტ, ნადიმ ხმალაძეზე განხორციელებულ თავდასხმას...

“გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი” – მიხეილ სააკაშვილი

"სადამდე უნდა ვიშტეროთ თავი? მაგიჟებს ქართული საზოგადოების ნაწილის მიამიტობა! -...

“ვინ იყიდის “ლუკოილის” სადგურებს ან შეწყვეტს თუ არა საქმიანობას, მალე გამოჩნდება” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“2 უმნიშვნელოვანესი გარღვევა ხდება უკრაინის საკითხში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ფრონტზე მოსალოდნელ სერიოზულ...

“ამ ბოლო დროს არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ველოდი, რა იქნებოდა რუსეთიდან გადადგმული შემდეგი ნაბიჯი...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი, სოციალურ ქსელში, საფრთხისშემცველი...

“ახლა მაინც თუ ხვდებით რომ გათითოკაცებამ იცის მარცხი, ერთობას ალტერნატივა არ აქვს” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში მიმდინარე...