შაბათი, მაისი 10, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიემიგრანტის ხმა "პარალელზე""მომაკვდავი ვიყავი, მაგრამ არ გავჩერებულვარ, ვიბრძვი და შედეგიც...

“მომაკვდავი ვიყავი, მაგრამ არ გავჩერებულვარ, ვიბრძვი და შედეგიც მაქვს!… მე რომ საქართველოში ვყოფილიყავი, ალბათ, მოვკვდებოდი…” – ლალი არაბული

ემიგრაციაში წასული საქართველოს მოქალაქე, ლალი არაბული სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს ემიგრაციაში წასვლის მიზეზებთან დაკავშირებით:

,,იტალიაში მე-7 წელია ვარ. ვმკურნალობ, ქიმიაზე ვარ, ონკოპაციენტი ვარ. მე-4 სტადია მქონდა და აქ [იტალიაში] ვაგრძელებ მკურნალობას. საქართველოდან სამკურნალოდ წამოვედი. ვმუშაობ ამ ეტაპზე – რადგანაც არანაირი წყარო არ მქონდა სხვა, შემოსავალი. ბაბუასთან დავიწყე მუშაობა, აწევ-დაწევა მიწევს, მაგრამ რა ვქნა?! მყავს 1 შვილი, 2 შვილიშვილი და ქირით ცხოვრობენ. მინდა, პატარა რაღაც მაინც გავუკეთო.

მეოთხე სტადია მქონდა, ვამარცხებ დღესდღეობით. 33-ე ქიმიოთერაპია უნდა გავიკეთო, 21 დღეში ერთხელ ვიკეთებ და აქ უძლიერესი ექიმები არიან და ძალიან დიდი მადლიერი ვარ მათი. მე რომ საქართველოში ვყოფილიყავი, ალბათ, მოვკვდებოდი იმიტომ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი გადასახადია, ვითომ არის უფასო, მაგრამ ამ დროს ვიცით, რომ არ არის უფასო – ფასიანია. მე ვარჩიე იტალიაში ჩამოვსულიყავი სამკურნალოდ. პირველ რიგში, აღვნიშნავ, აქ ეს ყველაფერი უფასოდ მიკეთდება. ჩვენი ემიგრაციის ექიმიდან უფასოდ მიკეთდება. მომაკვდავი ვიყავი, მაგრამ არ გავჩერებულვარ, ვიბრძვი და შედეგიც მაქვს!

ჩემი ქვეყნისგან ველოდები, რომ იქნებ გამოსწორდეს, იქნებ შეიცვალოს მთავრობა და უკეთესობისკენ წავიდეს. ჩემი შვილიშვილები, რაც დაიბადნენ, არ მინახავს. მინდა განვიკურნო და საერთოდ წავიდე აქედან. არ მინდა ემიგრანტობა, დავიღალე… მე არ მინდა, რომ აქედან წავიდე და ჩემი რძალი და შვილი გამოვუშვა [ემიგრაციაში]. მინდა, რომ სამომავლოდ ვიყოთ საქართველოში, მაგას რა სსჯობს ხომ?

ემიგრაციაში ყოფნის ყოველი დღე – დაძაბულობა, ნერვიულობა, ფიქრები და პირველ რიგში მონატრება… ასე ვარ, როგორც ყველა ემიგრანტი”, – აღნიშნა ლალი არაბულმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უკრაინელებმა სა9მაისოდ პუტინს საჩუქარი გაუკეთეს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ცოტა ბოდიში მომითხოვია იმათთან, ვინც გუშინ შვებით ამოისუნთქეთ😁” – ნინო ჯანგირაშვილი სანქციებთან დაკავშირებით

"მეგობარი აქტის" კონგრესში მიღების შემდეგ გამოქვეყნდა სანქცირების კანდიდატთა სავარაუდო...

“ქვეყანა ღრმა კრიზისშია – ივანიშვილი იმალება, კობახიძე კი ზიზღითა და სარკაზმით ელაპარაკება როგორც საზოგადოებას,...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ ღრმა პოლიტიკური...

კახა კალაძე “MEGOBAR აქტზე” – მასში ვხედავ, რომ “დიფ სთეითი” ჯერ არ დამარცხებულა და...

„დიფ სთეითი“ ჯერ არ დამარცხებულა, მას ღრმად აქვს ფესვები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...