spot_img
მთავარიანალიტიკა29% დაუფიქსირდა არა ერთ კონკრეტულ სუბიექტს, არამედ გაერთიანებულ...

29% დაუფიქსირდა არა ერთ კონკრეტულ სუბიექტს, არამედ გაერთიანებულ ოპოზიციაში „ძალა ერთობაშია“ შემავალ სუბიექტებს ერთად, მათ შორის “ახალ საქართველოს” – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე იპსოსის (IPSOS) კვლევას ეხმაურება და განმარტავს თუ რატომ ვერ მოხვდა „გიორგი ვაშაძე ახალი საქართველო“ ცალკეულ კვლევაში. მისი თქმით, პარტია, როგორც ცალკე სუბიექტი, კვლევაში შეტანილი არ ყოფილა, აქედან გამომდინარე ის პროცენტული მაჩვნებელი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუგროვდა, ეკუთვნოდა გაერთიანებულ ოპოზიციას „ძალა ერთობაშია“.

გიორგი ვაშაძეს მიაჩნია, რომ რეალური ცვლილებისთვის ყველას ერთად ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო.

უამრავი ადამიანი მიკავშირდება იპსოსის (IPSOS) კვლევებთან დაკავშირებით, რომელიც “მთავარი არხის” 12:00 საათიან ეთერში გავიდა, თუ რატომ ვერ მოხვდა „გიორგი ვაშაძე – ახალი საქართველო“ კვლევაში.

როგორც კვლევის ავტორებმა განმარტეს და 15:00 საათიან საინფორმაციოში დაზუსტდა კიდეც, 29% დაუფიქსირდა არა ერთ კონკრეტულ სუბიექტს „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ გაერთიანებულ ოპოზიციაში „ძალა ერთობაშია“ შემავალ სუბიექტებს ერთად, მათ შორის „ახალ საქართველოს“.

შესაბამისად, კვლევაში ცალკე „ახალი საქართველო“, როგორც სუბიექტი, შეტანილი არ ყოფილა.

ჩვენი კვლევაში არმოხვედრა გამოწვეულია არა იმით, რომ შესაბამისი პროცენტი ვერ მივიღეთ და კვლევამ ვერ ასახა, არამედ იმით, რომ „ახალი საქართველო“, “ნაციონალურ მოძრაობასთან” და სხვა სუბიექტებთან ერთად, წარმოადგენს გაერთიანებულ ოპოზიციას „ძალა ერთობაშია“.

საინტერესო კვლევაა. ეს ნიშნავს, რომ რეალური ცვლილებისთვის ყველას ერთად ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო,“ – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
ბეჟან ბერულავა

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

“არ მეცოდება უზრდელი და თავხედი ადამიანი, მითუმეტეს მაშინ, როცა სხვა ქვეყანაში იმყოფება, არ იცავს...

ქართველი მომღერალი და მსახიობი ნინი ბადურაშვილი კახეთში, სასტუმრო "Agarani...

“თუ გვინდა რუსმა ბასიაჩკამ საქორწინო სუფრაზე არ დაგვი@@ას, რუსული ხელისუფლება უნდა შევცვალოთ” – ნიკა...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტს, პოლიტიკური პოზიცია-განმარტებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...