ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპროტესტის მესამე დღე - ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ

პროტესტის მესამე დღე – ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ

ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტის თანამშრომლები გაიფიცნენ.

დასაქმებულები სამსახურში მიდიან, თუმცა, პროტესტის ნიშნად, არ მუშაობენ.

ისინი ახალი ინვესტორის გადაწყვეტილებას, მათი მინდელის სახელობის შახტში გადაყვანის შესახებ აპროტესტებენ და სამუშაო ადგილის შეცვლაზე უარს აცხადებენ.

ძიძიგურის შახტში დასაქმებულები შიშობენ, რომ ობიექტზე ექვსი თვის წინ მისული უკრაინული კომპანია საბოლოოდ შახტის დახურვას და მათი სამსახურიდან გათავისუფლებას გეგმავს. მთავარ მიზეზად კი კომპანიის მიერ საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობას ასახელებენ.

შახტის დახურვა რომ განზრახული აქვთ, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ექვსი თვეა მოსულები არიან და ექვსი ლარი არ დაუხარჯავთ. ბაგირის შეცვლას იდებენ მიზეზად. თუ ბაგირის ფული არ აქვთ, რამდენიმე მილიონიან ინვესტიციას როგორ განახორციელებენ?!

ყველას ახსოვს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა რომ იყო ჩამოსული, რამდენიმე თვის წინ, რა დაპირებებიც გასცა. არაფერი არ შესრულდა.

იმის ნაცვლად, რომ ახალ კომპანიას გაეუმჯობესებია პირობები, პირიქით, გააუარესა ყველაფერი.

სამი დღეა აქ ვართ და არავინ მოსულა“, – ამბობს ძიძიგურის სახელობის შახტში დასაქმებული, ირაკლი ჩიხლაძე.

საკითხში ჩართულია პროფკავშირები. როგორც, ტყიბულის პირველ პროფკავშირში ამბობენ, მეშახტეებს ერთი კვირის განმავლობაში ფეხით გადაადგილება და მძიმე შრომა მოუწიათ, რისი გაგრძელებაც ფიზიკურად აღარ შეუძლიათ. ონისე საბანაძის თქმით, ძიძიგურის შახტის ხელმძღვანელობა მზად არის ბაგირი ტექ. ინსპექციაზე გაგზავნოს.

ჩვენ წერილობით მივმართეთ ხელმძღვანელობას და ვადის გადაწევა ვთხოვეთ. მათგან მივიღეთ დაპირება, რომ მოხდება ბაგირის ტექ. დათვალიერებაზე გადაგზავნა. მანამდე კი მეშახტეებს მინდელის შახტაში გადაყვანას სთავაზობენ,რაზეც დასაქმებულები კატეგორიულ უარს ამბობენ. ისინი მესახტეების რაოდენობის შემცირებასა და ძიძიგურის სახელობის შახტის დახურვის საშიშროებას ხედავენ“- განაცხადა ტყიბულის პირველი პროფკავშირის წარმომადგენელმა, ონისე საბანაძემ

ტყიბულის შახტების მფლობელი კომპანიის, “Coal of Georgia”-ს დირექტორი კი ამბობს, რომ მუშების მინდელის შახტში გადაყვანა ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება, რისთვისაც დაახლოებით სამთვიანი ვადაა საჭირო.

ეს არის დროებითი შეჩერება ტექნიკური რემონტისთვის. არც მუშების და არც ხელფასის შემცირება არ იგეგემება. ტექნიკურ სამუშაოებს დაახლოებით სამი თვე დასჭირდება“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა მიხეილ სოცკიმ.

კომპანიის მიერ დასახელებული ვადები გაფიცული მეშახტეებისთვის მიუღებელია

აქციის მონაწილეები ამბობებ, რომ არანაირი პირობის სანაცვლოდ მინდელის შახტში არ გადავლენ.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპიულ საშუალებებთან დაკავშირებით,...

“აი, სად არის აღშფოთებულ-შეშფოთებულ ევროთვალთმაქცების ძაღლის თავი დამარხული…” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნათია მეზვრიშვილის პოზიცია მაინტერესებს, ივანიშვილს ბორკილების დადებას რომ უანონსებდა, სად გაქრა?!” – ელისო კილაძე

"გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ პარტიის ყრილობაზე გაკეთებულ...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...