შაბათი, ივნისი 28, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"იქნებ ეს ყველაფერი მეორე ფრონტისთვის დასატესტი ღონისძიებაა?" -...

“იქნებ ეს ყველაფერი მეორე ფრონტისთვის დასატესტი ღონისძიებაა?” – დიტო სამხარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიტო სამხარაძე facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც უკრაინის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევაზე საუბრობს და მას საქართველოსთან კავშირში განიხილავს:

,,გლობალური ომის პარტიის მფლობელობაში მყოფი ქართული რადიკალური ოპოზიციის უცხო ქვეყნის აგენტები, გატრუნულები რომ არიან და ხმას არ იღებენ უკრაინის ჯარების კურსკზე მსვლელობასთან დაკავშირებით, აკვირდებით? გახსოვთ, პრიგოჟინის მსვლელობაზე რა დღეში იყვნენ? ,,Go Go zhenia” და არიქა ტანკები დაქოქოს საქართველოს ხელისუფლებამ სოხუმისკენო, კრემლი უნდა ავიღოთო, რომ გაიძახდნენ.

ახლა რატომ დუმს საქართველოში აგენტურა? დავალება მიიღეს?
შეტევის სიმძაფრიდან გამომდინარე, კურსკი უფრო მასშტაბურია ვიდრე პრიგოჟინი! რუსებმა მოსახლეობის ევაკუაციაც მოახდინეს, უკრაინელებმა სტრატეგიული ობიექტები დაიკავეს და 4 დღე რუსეთის ტერიტორიაზე ხორციელდება საჯარისო შეტაკებები! იქნებ ეს ყველაფერი მეორე ფრონტისთვის დასატესტი ღონისძიებაა? მით უმეტეს, თუ გადავხედავთ პროუკრაინელი სამხედრო ექსპერტების განცხადებებს, რომ ფრონტის გასარღვევად უკრაინულ ჯარებს სხვა შანსი არ დარჩათ, თუ არა რუსული ჯარების სხვა ლოკაციებზე იძულებითი გადაადგილება!

ადვილი მისახვედრია, რომ კურსკის ოკუპაციას და შემდგომში ოკუპირებული ტერიტორიის შენარჩუნებას უკრაინა ვერ შეძლებს, დატესტოს თუ სხვაგან მეორე ფრონტი გაიხსნება, უკვე შეძლო და მგონია ამ დღეებში ყველას დაუმტკიცეს მეორე ფრონტის მნიშვნელობა! მეორე ფრონტის სიის პირველ ნომრად შემთხვევით საქართველოს ხომ არ განიხილავენ?

ლაითად შემოგორებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კურსკის მიმართულებით ქართველები იბრძვიანო, მაშინ როდესაც უკრაინელებიც კი არ აღიარებდნენ მათ ჩართულობას შეტევის პირველ დღეებში, შემთხვევითია? დუმან უცხო ქვეყნის აგენტები, რადგან მომგებიანი არ არის ახლა ომზე მათი საუბარი, დავალებაც აქვთ მიღებული, მაგრამ გლობალურ ომის პარტიასაც ბევრი დრო რომ არ აქვს ესეც ფაქტია და ამათი დუმილიც ზუსტად იმ გეგმის შემადგენელი ნაწილია, რაც საქართველოს ომში ჩასათრევად შექმნეს!

კარგად დააკვირდით – რაც კურსკში მოხდება, იგივე გველის საქართველოში, ოპოზიციის არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში! რაც არასდროს მოხდება! შანსი 0%❗️”, – წერს დიტო სამხარაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როგორ ბრიყვულ საგარეო პოლიტიკას უნდა აწარმოებდე, რომ იმ დარბაზში იდგე, სადაც “სიკვდილი ამერიკას” ყვირიან”...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსთან...

“ეს არ არის პროცესი ოპოზიციის წინააღმდეგ, ეს არის პროცესი საქართველოს წინააღმდეგ” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ...

“ბიზნესი, ვინც ჩუმადაა და ფიქრობს, რომ გადარჩება – მაინც ვერ გადარჩება ამ საშინელი სიჩუმით”...

მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ნორმების შემოღებასთან დაკავშირებით კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ვაიმე ქოცო, ვაიმე. რაღაც იმნაირს გამოგიქანებთ და გთხლიშავთ ტრამპი, ბაიდენი და დიფსთეითი მოგენატრებათ😅” –...

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ...

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

“მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო?” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...