9 აგვისტოს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 10 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში.
ივლისში ლარის კურსის მეტნაკლები დასტაბილურებისა და გამყარების პერიოდი გამოიკვეთა, თუმცა თვის ბოლოსკენ სახეზე იყო გარკვეული რყევები და გაუფასურების ნიშნებიც, რყევები თვის ბოლომდეც გაგრძელდა, თუმცაღა აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში გამოიკვეთა, ასევე, გამყარების ნიშნებიც. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
6 აგვისტო – 2.7059;
7 აგვისტო – 2.7010;
8 აგვისტო – 2.7047;
9 აგვისტო – 2.7068.
ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე საგრძნობლად გამყარდა, 0.0101 ლარით და 1 აშშ დოლარი 10 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში 2.6967 ლარი ეღირება.
უფრო საგრძნობი რყევებით, ანალოგიური სიტუაცია იყო, ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
6 აგვისტო – 2.9608;
7 აგვისტო – 2.9460;
8 აგვისტო – 2.9538;
9 აგვისტო – 2.9566.
ეროვნული ვალუტა, ევროსთან მიმართებაში, ურდღიანი გაუფასურების შემდეგ, ბოლო ვაჭრობაზე საგრძნობლად გამყარდა, 0.0115 ლარით და 10 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9451 ლარი.
სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა და აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც იქნება 10 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4388 ლარი (გაუფასურდა 0.0047 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0803 ლარი (გამყარდა 0.0005 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6555 (გამყარდა 0.0043 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5856 ლარი (გამყარდა 0.0060 ლარით);
1000 სომხური დრამი – 6.9479 ლარი (გამყარდა 0.0305 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1172 ლარი (გამყარდა 0.0372 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7609 ლარი (გამყარდა 0.0125 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2121 ლარი (გამყარდა 0.0117 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.2305 ლარი (გაუფასურდა 0.0902 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8325 ლარი (გამყარდა 0.0179 ლარით).
რუბლთან მიმართებაში, ივლისის ბოლოს დაწყებული სტაბილიზების პროცესი დინამიური გამყარების ეტაპზე გადავიდა. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
6 აგვისტო – 3.1814;
7 აგვისტო – 3.1587;
8 აგვისტო – 3.1496;
9 აგვისტო – 3.1130.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, საგრძნობლად, 0.0656 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 10 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.0474 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი