გავრცელებული ინფორმაციით, დენდროლოგიურ პარკში, კენიიდან გადმოტანილი, ბაობაბის ხე გახმა. ფაქტს ირონიანარევი შეფასებებით, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან მიმართებაში, ეხმაურება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:
“ბაობაბის ადგილია აფრიკაში, ისევე როგორც პინგვინის ანტარქტიდაში, ზვიგენის ოკეანეში და კობახიძეს ბუნებრივი გარემო თქვენ თვითონ შეურჩიეთ…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.