პარასკევი, მაისი 9, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლება ვერ გადაწერს ვერც საქართველოს უახლეს...

“ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლება ვერ გადაწერს ვერც საქართველოს უახლეს ისტორიას რუსულად და ვერ წაგვართმევს ვერც მომავალს, რომელიც აუცილებლად ევროპული იქნება” – თინა ბოკუჩავა

ივანიშვილის პროპაგანდის ფონზე, რომელიც საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს ომის დაწყებაში, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წერილი, სადაც ის მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სწორედ 7 აგვისტოთი თარიღდება. ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლება ვერ გადაწერს ვერც საქართველოს უახლეს ისტორიას რუსულად და ვერ წაგვართმევს ვერც მომავალს, რომელიც აუცილებლად ევროპული იქნება“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჯო ბაიდენის წერილთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა:

2024 წლის 7 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს მიწერა ოფიციალური წერილი, სადაც აღნიშნავს, რომ რუსეთის საქართველოში შემოჭრიდან 16 წლის თავზე, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ისევე როგორც ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

ივანიშვილის პროპაგანდის ფონზე, რომელიც აგვისტოს ომის დაწყების თარიღს უკავშირდება და სინამდვილეში არის მოღალატეობრივი მცდელობა საკუთარი ქვეყანა ომის დაწყებაში დაადანაშაულოს, ამ პროპაგანდის ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წერილი სალომე ზურაბიშვილის მიმართ, სადაც ის მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სწორედ 7 აგვისტოთი თარიღდება.

ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მთელი მსოფლიო პუტინის რუსეთის და მისი ინტერესების გამტარი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების გარდა, ერთმნიშვნელოვნად თანხმდება, მათ შორის ჰააგას საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც მსოფლიოს ყველაზე მაღალი სამართლებრივი ტრიბუნალია – რომ ომი დაიწყო რუსეთმა, რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტია და ნებისმიერი ალტერნატიული ნარატივის პროპაგანდირება არის საქართველოს ისტორიის რუსულად გადაწერის მცდელობა და შედის მხოლოდ და მხოლოდ პუტინის ინტერესებში.

პრეზიდენტი ბაიდენი აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკიდურესად იმედგაცრუებულია ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან რუსული კანონის მიღებით, ისევე როგორც ანტიდასავლური პროპაგანდის გამო, რომელსაც ტირაჟირებს ივანიშვილის ხელისუფლება იმ თავდასხმების გამო, რომელიც პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში გვესმის „ქართული ოცნების“ მხრიდან და დასავლეთის წინააღმდეგ.

სწორედ რუსული კანონის და „ოცნების“ დასავლეთზე თავდასხმის გამო, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც 6.2 მილიარდი დოლარის დახმარება აქვს გამოყოფილი საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ ჩვენი მეგობრობის მანძილზე, ახლა იძულებულია დახმარების დიდი ნაწილი შეაჩეროს. ასე აღარიბებს „ოცნება“ საქართველოს მოქალაქეებს, როცა თავად „ოცნების“ ჩინოვნიკები დღითიდღე გაღარიბებული ხალხის ხარჯზე ყოველდღიურად მდიდრდებიან.

ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლება ვერ გადაწერს ვერც საქართველოს უახლეს ისტორიას რუსული ნარატივის განსამტკიცებლად და ვერ წაგვართმევს ვერც მომავალს, რუსული კანონის მიღებით, რომელიც ღრმად ვარ დარწმუნებული – ევროპული იქნება.

ამის გარანტი არის ქართველი ხალხი, რომელიც მჯერა, 26 ოქტომბერს აირჩევს ევროპას და არა რუსეთს, აირჩევს კეთილდღეობას და არა ივანიშვილის მიერ მოტანილ სიღარიბეს, აირჩევს ერთიანობას და არა დანაწევრებას, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს საქართველოს მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ IX ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ...

გიორგი კეკელიძე: “დღეს კეკე კეკელიძე დაიბადა”

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი...

“ქვეყანა ღრმა კრიზისშია – ივანიშვილი იმალება, კობახიძე კი ზიზღითა და სარკაზმით ელაპარაკება როგორც საზოგადოებას,...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ ღრმა პოლიტიკური...

“აჭარაში ნარკოტიკების რეალიზაციას მფარველობდა თორნიკე რიჟვაძის მამა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...