“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ბაქრაძე მოსახლეობასთან შეხვედრების შესახებ საუბრობს:
“დავდივართ მთელს საქართველოში, ამჯერად კი საგარეჯოში ვართ. უნდა ავღნიშნო, რომ საქართველო მზად არის ცვლილებებისათვის და ამის დიდი სურვილია ხალხში.
ხალხს სურს ქვეყანაში შეიცვალოს ყველაფერი უკეთესობისაკენ და პოლიტიკურმა ძალებმა, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძლაებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხის ეს სურვილი განხორციელდეს, შეიცვალოს ხელისუფლება საქართველოში და საქართველო დადგეს ერთხელ და სამუდამოდ ცივილიზაციის მხარეს, დასავლეთის მხარეს, იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის მოვიტანოთ კეთილდღეობა და რომ ყველა იყოს სამართლიანი.
აუცილებელია მთლიანი სახელმწიფო იყოს დემოკრატიული და გადანაწილდეს კეთილდღეობა ქვეყანაში თითოეულ მოქალაქეზე”, – აცხადებს ლაშა ბაქრაძე.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს