შაბათი, ივლისი 5, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნის...

კახა კალაძე: “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს არა ომით, არამედ წინსვლით, მშვიდობითა და ეკონომიკური განვითარებით”

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან 2008 წლის აგვისტოს ომის მეთექვსმეტე წლისთავს გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ პრაგმატული პოლიტიკის განხორციელების შედეგად, ქვეყნის გამთლიანება და ტერიტორიების დაბრუნება შესაძლებელია.

16 წელი გავიდა იმ უბედურებიდან, რაც ჩვენს ქვეყანას თავს დაატყდა. ამ ომის შედეგად, ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, მშვიდობიანი მოქალაქეები, გმირი ჯარისკაცები. მძიმეა ეს ყველაფერი, ჭრილობები, რომელიც ჯერაც არ მოუშუშებია ჩვენს ქვეყანას, თუმცა მჯერა, რომ იმ პრაგმატული პოლიტიკით, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, შესაძლებელია ტერიტორიების დაბრუნება, ქვეყნის გამთლიანება. ეს არის თითოეული ქართველის ოცნება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს არა ომით, არამედ წინსვლით, მშვიდობითა და ეკონომიკური განვითარებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ აღნიშნულ ომთან დაკავშირებული საქმეები გამოიძიოს.

„ვრცელი წერილი გამოვაქვეყნეთ ამასთან დაკავშირებით, ვსაუბრობთ იმ მხარდაჭერაზე, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს საზოგადოების მხრიდან. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს არჩევნებზე, ამას აქვს თავისი ახსნა, რატომ.

დღეს გვაქვს იმის რესურსი, რომ საპარლამენტო არჩევნებზე კონსტიტუციური უმრავლესობა მივიღოთ. ეს კიდევ უფრო უნდა გამყარდეს. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს სიმშვიდე, მოხდეს იმ კონკრეტული საქმის გამოძიება, რაც ომთანაა დაკავშირებული, დაისაჯონ დამნაშავეები. გარდა ამისა, მთავარია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

დღევანდელ მსოფლიოში, იმ ვითარებაში, რაც რეგიონში ხდება, ყველაფერი შესაძლებელია, იმდენად სწრაფად იცვლება მოვლენები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სამწუხაროდ ლელომ კოლეგებთან სასაუბროდ შავზე – თეთრის ლაპარაკის სტრატეგია აირჩია” – თენგო თევზაძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო თევზაძე კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს იმასთან...

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

“აზერბაიჯანსაც ომი უნდა?!” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის კონკრეტული პარალელი და (არა)რიტორიკული შეკითხვა: "ალიევივით ქვეყნის გამთლიანების...

“ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!” – მამუკა...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...