პირველი მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც პოლიტიკურ ისტორიულ პარალელს ავლებს მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით:
,,ესაა გამოხმაურება ქეთი ქურდავანიძის პოსტზე – როგორ უთხრა უარი საერთო სიაზე ზვიად გამსახურდიას აკაკი ბაქრაძემ და სხვა ოპოზიციის ლიდერებმა.
დღევანდელმა ოპოზიციამ ეს უნდა გაითვალისწინოს: ოპოზიციის პოლიტიკურ ლიდერებს უნდა ვუთხრა, წაიკითხოთ იმ პერიოდის მედია და დარწმუნდებიან, რომ აკაკი ბაქრაძეს, ნოდარ ნათაძეს, ირაკლი შენგელაიას, ვალერიან ადვაძეს, მაშინდელ ინტელიგენციას ჰქონდა უფრო მაღალი რეიტინგი, ვიდრე მათ აქვთ ამ ეტაპზე.
ფიქრი და დაფიქრება ძალიან მნიშვნელოვანია, წარსულის ანალიზი საჭიროა და ისიც დასაფიქრებელია, ეს ადამიანები დამარცხების შემდეგ სად მოხვდნენ?
და კიდევ ბიძინა საუკეთესო შემსრულებელია კრემლის გეგმების… ჭკვიანი ოპოზიცია აუცილებლად იბრძოლებდა გასაერთიანებლად და განსაკუთრებით პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად. მიშას ამ ეტაპზე შეუძლია წინ გასწიოს ერთიანი ოპოზიციაა”, – წერს ბეჟან ჯავახია.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე