„დემოკრატიის ფესტივალი ემსახურება დემოკრატიის გაძლიერებას ქვეყანაში და ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად მმართველ პარტიის დაპატიჟებისა, მონაწილეობა არ მიიღეს აღნიშნულ ფესტივალზე, რადგან დემოკრატია მათი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს“, – განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დავით კირკიტაძემ დემოკრატიის ფესტივალთან დაკავშირებით
„ნიშანდობლივია, რომ მმართველ პარტიას აქვს წუხილი, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორებს, არასამთავრობო სექტორებს, აქვთ მისწრაფება დემოკრატიისაკენ და დემოკრატიულ ფესტივალს მივესალმებით ჩვენ. მე რამდენადაც ვიცი, აღნიშნულ ფესტივალზე მიწვეული იყო ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ისინი, სამწუხაროა, რომ არ იღებენ მონაწილეობას მსგავს ღონისძიებაში.
მე მადლობას ვეტყვი, ყველა იმ ადამიანს, დამფინანსებელს, ორგანიზატორს, მონაწილეს, რომლებიც ჩვენს ქალაქებში და მუნიციპალიტეტებში გამოდიან და იღებენ აქტიურ მონაწილეობას, რათა ქვეყანაში განმტკიცდეს დემოკრატია, რათა ქვეყანამ არ გადაუხვიოს იმ გზას, რაც ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ყველა ღონისძიებაში მონაწილეობას, ხელიდან არ გავუშვებთ არცერთ შანსს, რომ მსგავს ღონისძიებებზე მოხდეს იმ პრობლემების აქტუალიზაცია, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს