ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყოველი კვირის ბოლოს გაცნობებთ ამ აღვირახსნილი ცენზურის თაობაზე...

“ყოველი კვირის ბოლოს გაცნობებთ ამ აღვირახსნილი ცენზურის თაობაზე ანგარიშს, რაც დაწესებულია ჩვენს წინააღმდეგ” – შალვა ნათელაშვილი

,,ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც აშშ-ის საგანგებო და სრულფასოვან ელჩს, რობინ დანიგანს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებსა და სადამკვირვებლო საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს:

,,S O S❗️S O S❗️S O S❗️

🇺🇸ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში – რობინ დანიგანს
🇪🇺ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს
✅ყველა სადამკვირვებლო საერთაშორისო ორგანიზაციას

გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას.

ოპოზიციად წოდებულმა ტელევიზიებმა – ,,მთავარმა არხმა””, ტვ ,,პირველმა”, ,,ფორმულამ”, ,,კვირის პალიტრამ”, ხელისუფლების ტელეარხებიდან ჩვენს პარტიაზე დაწესებული ათწლიანი ცენზურის ფონზე, კვლავ გააგრძელეს ,,ლეიბორისტული პარტიის” სრული ბლოკირება: განვლილ კვირაში, არ გაშუქებულა ჩვენი არც ერთი ღონისძიება, არ აიღეს ინტერვიუები მოვლენებზე, არ მოახდინეს პირდაპირი ჩართვები, მოგვხსნეს პრაიმ-ტაიმებიდან, ამოგვიღეს ანალიზებიდან, საექსპერტო გადაცემებიდან.

ყველა ამ ტელევიზიის უკან დგას და მათ აფინანსებს კონკრეტული ოლიგარქიული ჯგუფები, ხოლო ჟურნალისტებს არ აძლევენ უფლებას თვითონ განსაზღვრონ სარედაქციო პოლიტიკა.

ჩვენ შევქმენით ცხელი ხაზი და ყოველი კვირის ბოლოს გაცნობებთ ამ აღვირახსნილი ცენზურის თაობაზე ანგარიშს, რაც დაწესებულია ჩვენს წინააღმდეგ.

იმედია აღნიშნულზე, ასევე, სისტემატურად მოხდება თქვენი მთავრობების ინფორმირება.

უდიდესი პატივისცემით, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი”, – წერს შალვა ნათელაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მდინარაძე არის ივანიშვილის “შავი კასის” მთავარი ხელმძღვანელი” – ლევან ხაბეიშვილი

ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძის ბურუსით მოცულ დაჭრასთაბ დაკავშირებით კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“არ წყდება ისტერია მზია ამაღლობელის საქმეზე” – გიორგი გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია თავის...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...