“ჩვენ უამრავ ადამიანს ვხვდებით და კიდევ უფრო მეტი მოქალაქე რწმუნდება, ხვდება რომ მეტი იზოლაცია ნიშნავს მეტ სიღარიბეს, მეტი სიღარიბე ნიშნავს უფრო მეტი ქართული ოჯახის მიერ საქართველოს დატოვებას, შესაბამისად, უფრო ნაკლები ბავშვის დაბადებას ქვეყანაში”, – ამის შესახებ “ერთიანობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა
მისი თქმით ყველაფერზე 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა გამარჯვებით უნდა უპასუხოს რეჟიმს
“აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებამ, 95 მილიონი პირდაპირი დახმარების შეჩერების შესახებ, სულ უფრო თვალნათელი გახადა ხელისუფლების განზრახვა იზოლაციაში მოაქციოს საქართველო.
ჩვენ უამრავ ადამიანს ვხვდებით და კიდევ უფრო მეტი მოქალაქე რწმუნდება, ხვდება რომ მეტი იზოლაცია ნიშნავს მეტ სიღარიბეს, მეტი სიღარიბე ნიშნავს უფრო მეტი ქართული ოჯახის მიერ საქართველოს დატოვებას, შესაბამისად, უფრო ნაკლები ბავშვის დაბადებას ქვეყანაში.
ხელისუფლების ამ ბოროტ ქმედებებზე პასუხი უნდა იყოს ერთიანი. 26 ოქტომბერს არც ერთი ხმა რეჟიმს, რომელიც მხოლოდ იზოლაციას და სიღარიბეს პირდება საქართველოს”, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს