საპარლამენტო ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა, ვიკილიქსის ბაზებში ნაპოვნ, ივანიშვილის 2012 წლის წერილთან დაკავშირებით მწვავე პოლიტიკური შეფასებები გააკეთა:
,,იყო დრო, როცა ივანიშვილი ატყუებდა საქართველოს საზოგადოებას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს გასაოცარი დემოკრატიის აშენებით, ჩვენ 12 წლის თავზე, მივიღეთ ქვეყანა, რომელიც არის იზოლირებული, რომელიც ურთიერთობს ჰესბოლასთან, ჰამასთან და სხვა დიქტატორულ ტერორისტულ ორგანიზაციებთან, სახელმწიფოებთან.
მივიღეთ ქვეყანა, სადაც ღარიბები კიდევ უფრო ღარიბდებიან და ივანიშვილის კლანის წევრები კიდევ უფრო მდიდრდებიან, ამიტომ 26 ოქტომბერი არის ის თარიღი, როცა საქართველომ უნდა მოიშოროს ივანიშვილის ,,ოცნება“ და ივანიშვილის სენი და გაიკაფოს გზა ევროპული მომავლისკენ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს