ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ არცერთ სხვა შედეგს არ მივიღებთ და არ...

“ჩვენ არცერთ სხვა შედეგს არ მივიღებთ და არ დავთანხმდებით გარდა ქართველი ხალხის სრული გამარჯვებისა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომაზე ჩართვისას სიტყვით გამოსვლის დროს. საუბრობს შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით:

დააკვირდით მათ, თუ როგორი შეშინებულები არიან და აქეთ გვაშინებენ. ამას წინათაც თქვეს, რომ ყველგან დაგვხვდებიან და ერთ ამბავს მოგვიწყობენ, ოღონდ მათ ეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის და ფულის დაკარგვის, ჩვენ გვეშინია ჩვენი ქვეყნის დაკარგვის და ჩვენი ახლობლების დაკარგვის, რომლებიც მიდიან უცხოეთში, ჩვენ გვეშინია ხვალინდელი დღის, ჩვენი შიში მათ შიშს დაამარცხებს იმიტომ, რომ ჩვენი შიში კი არ გვბოჭავს, არამედ გვიბიძგებს ბრძოლისაკენ, გვიბიძგებს ხელის განძრევისკენ, გვიბიძგებს იმისკენ, რომ ქართველები არასდროს არ შეეგუებიან მონობას. ოლიგარქს ძალიან ეშინია, დააკვირდით როგორი დამფრთხალი თვალების აქვს მას და მის ჯგუფს, მათ გეგმა დაწყობილი აქვთ, ჩვენს ეს გეგმა ვიცით, ყველამ ყველაფერი იცის, ახლა მთავარია, რომ ვიმოქმედოთ.

თავის დროზე სათანადოდ ვერ შევაფასე ივანიშვილისგან მომდინარე საფრთხე და ეს მართლაც ასეა. და იცით რატომ ვერ შევაფასე?! იმიტომ, რომ ვერც კი წარმომედგინა, რომ ქართველ კაცს შეიძლება ასე ეზიზღებოდეს საკუთარი ქვეყანა და ასე, არაფრად აგდებდეს საკუთარ ხალხს და თუ ეს ასე არ არის და სასტიკი და დაუნდობელი არ არის მისი ხალხის წინაშე, მაშინ მოემზადოს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებისთვის, როგორც მე, თავს დროზე მოვახდინე ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. მაგრამ, აქვე მინდა ვუთხრა და კარგად მომისმინოს ივანიშვილმა და მისმა მცველებმა.

ჩვენ არცერთ სხვა შედეგს არ მივიღებთ და არ დავთანხმდებით გარდა ქართველი ხალხის სრული გამარჯვებისა! ყველა სხვა არჩევანი არის გამორიცხული! ქართველი ხალხის იმარჯვებს, დღესავით ნათელია ყველანაირი გამოკითხვით. გამოკითხვაც არ სჭირდება, შეგრძნებებით და ა.შ. და თქვენ ემზადებით გაყალბებისთვის, თქვენ ემზადებით ძალადობისთვის, თქვენ ემზადებით ხალხზე თავდასხმისთვის, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხმებს, მშვიდობიანად ვიდგებით ბოლომდე და ჩვენ არ მოგაპარვინებთ ამ არჩევნებს. ჩვენ ვიდგებით იქამდე, სანამ თქვენ არ აღიარებთ დამარცხებას. არცერთი სხვა შედეგი ამ არჩევნებზე არ მიიღება, გარდა ქართველი ხალხის სრული გამარჯვებისა“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქართველები რომ ბიძინას პოლიტიკურ გადატრიალებას ცხვრებივით უდრტვინველად შეგუებოდნენ, არც ევროპიდან იქნებოდა ის რეაქცია, რასაც...

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“გარუსება სხვა კი არაფერია, მხოლოდ სიტყვები კი არა, ეს შინაგანი მდგომარეობაა, როცა შენ უსასტიკეს...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთი პატიმრის მშობლის...

“მდინარაძე არის ივანიშვილის “შავი კასის” მთავარი ხელმძღვანელი” – ლევან ხაბეიშვილი

ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძის ბურუსით მოცულ დაჭრასთაბ დაკავშირებით კონკრეტულ...

“სერიული მკვლელები არიან ხელისუფლებაში” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...