პარასკევი, ივნისი 6, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიემიგრანტის ხმა "პარალელზე""როგორ კარგადაც არ უნდა იყო სხვა ქვეყანაში, ვფიქრობ,...

“როგორ კარგადაც არ უნდა იყო სხვა ქვეყანაში, ვფიქრობ, “სამშობლო” ყველა ემიგრანტის ტკივილია” – ქეთი ბოქოლიშვილი

ემიგრაციაში წასული საქართველოს მოქალაქე, ქეთი ბოქოლიშვილი სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს იმ პრობლემებსა და სატკივარზე, რაც სამშობლოსა და ოჯახის დატოვებას ახლავს:

,,1 წელი და 6 თვე გავიდა, რაც უკვე ემიგრაციაში ვიმყოფები. რთული იყო ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება. რამდენიმე წელი ამაზე ფიქრში გავატარე, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არსებულმა პირობებმა სხვა გზა არ დამიტოვა. საქართველოში უბრალოდ არსებობისთვის ვმუშაობდი.

იცით, როგორ კარგადაც არ უნდა იყო სხვა ქვეყანაში, ვფიქრობ, “სამშობლო” ყველა ემიგრანტის ტკივილია. როცა ამ გადაწყვეტილებას ვიღებდი, ვიცოდი რაც გამიჭირდებოდა ყველაზე მეტად და ასეც მოხდა… სამუშაო იმასთან შედარებით არაფერია, რა გზასაც ფსიქოლოგიურად გადიხარ. მახსოვს ახალ ჩამოსულზე აქაურმა “დედაჩემმა” (“დედაჩემს” ვეძახი, რადგან მართლა შვილივით მიმიღო, კიდევ ორი დედობილი მყავს… საუკეთესოები არიან) მკითხა: ,,შეძლებ?” სწორედ ფსიქოლოგიურ შეძლებაზე მესაუბრებოდა და “შიშნარევი კი” მიიღო პასუხად. დღესაც იგივე მძაფრი გრძნობები მაქვს, უბრალოდ ვცდილობ, ამაზე არ ვიფიქრო. რთულია მონატრება… და აუცილებლად დავბრუნდები, ჩემი შვილები ჩემს სამშობლოში გაიზარდებიან.

ყველა შემთხვევაში ვბრუნდები ჩემს სამშობლოში. ჩემს მიზნებს როდესაც შევასრულებ, მეორე დღესვე ბილეთს ავიღებ. ვიმედოვნებ მანამდე ბევრი რაღაც შეიცვლება უკეთესობისკენ ჩემს სამშობლოში და აღარასდროს მომიწევს მისი დატოვება.

დღევანდელი გადმოსახედიდან, რაც საქართველოში ხდება, რთულია რამეს ველოდო. მინდა, რომ მომავალში თუ საზღვარგარეთ მომიწევს წასვლა – მხოლოდ დასასვენებლად. ჩემი თავისგან უფრო მეტს ველოდები, ვიცი სამშობლოში დაბრუნებული ყველაფერს შევძლებ. საკუთარი თავის მჯერა და ვეცდები ჩემი ქვეყანა გავაძლიერო, თუნდაც, იმ მცირედით, რომ იქ დავრჩე, ჩემს მიწაზე, რომელიც სხვა ეროვნების ხალხითაა სავსე, სამწუხაროდ.

აქ ყველა დღე ერთნაირია, მაგრამ მცირედს მოგიყვებით. პირველი სამი თვე ჩემთვის კატასტროფა იყო. არცერთი ღამე არ მახსოვს ცრემლის გარეშე. მე, ზოგადად, ძალიან ცივი ადამიანი ვარ, როგორ ძალიანაც არ უნდა მიყვარდეს ადამიანი, სითბოს ვერ გამოვხატავ და მე ადამიანის სითბო მენატრებოდა… უბრალო შეხება… უბრლო ჩახუტება… ეს ძალიან რთულია, მაგრამ მე ადამიანში გამიმართლა – “ჩემს ადამიანში”. ასე ადგა და ჩამოვიდა. დღეს იმ სამ თვეს არ ვიხსენებ, გონების ერთ უჯრედში მაქვს გამოკეტილი..

დილით 05:30 რომ ავდგები, 12 საათს ვიმუშავებ, სახლში დავბრუნდები, მოვწესრიგდები და ჩემს ადამიანს ვნახავ… ჩავეხუტები ვიცი, ყველაფერს შევძლებ… ჩვენ შევძლებთ. ერთმანეთის სიძლიერედ ვიქეცით და ეს ძალიან დიდი მოტივაციაა შეძლო შეუძლებელი”, – განაცხადა ქეთი ბოქოლიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვიტყვი, რატომ მომაგონდა ნაპრეზიდენტალი ზურაბიშვილის “ფრთიანი“ ფრაზა, მისი არაცნობიერიდან წამოსული” – თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, კონსტანტინე გამსახურდიას  რომან “დიდოსტატის...

“ჩვენ სიჩუმეშიც ქარის გვეშინია. ამიტომაც გვიჭირს ბედნიერება. ამიტომაც არის უცხო სიხარული” – გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი...

“გზავნილებში ხელახალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ეხმაურება აშშ-ს რესპუბლიკელი...

“ეს ბრძოლაა ხალხსა და რეჟიმს შორის და აქ მარცხდება ივანიშვილი!” – გიორგი ვაშაძე

"ქართული ოცნება" ტელეკომპანიებს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის. აღნიშნულთან დაკავშირებით მწვავე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“ეს ბრძოლაა ხალხსა და რეჟიმს შორის და აქ მარცხდება ივანიშვილი!” – გიორგი ვაშაძე

"ქართული ოცნება" ტელეკომპანიებს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის. აღნიშნულთან დაკავშირებით მწვავე...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ზარქუა, როგორ ჩანს, თავისი შიშის ამბავს ყვებოდა” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას...