ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი ჩვეულებრივი პოლიტიკური ორგანიზაციებია,...

“არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი ჩვეულებრივი პოლიტიკური ორგანიზაციებია, ეს არის დღევანდელი მოცემულობა” – კახა კალაძე

ძალიან დიდი სისულელეა საუბარი იმაზე, რომ აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც იქნა მიღებული, არის არაკონსტიტუციური“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე ჰკითხეს.

თბილისის მერის თქმით, ამ კანონის ერთადერთი მიზანი არსამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს არაკონსტიტუციური, ხომ წარმოუდგენელია ასეთი რამ. კანონი, რომელიც ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს – გამჭვირვალობას. წლის განმავლობაში ერთხელ მხოლოდ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ვინც 20%-ზე მეტით ფინანსდებიან უცხოეთიდან, წარმოადგინონ დეკლარაციები, თუ ვისგან იღებენ თანხებს და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება, მხოლოდ ამაზეა საუბარი და ეს როგორ შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური ან როგორ შეიძლება ეს ეწინააღმდეგებოდეს ევროპულობას, ევროპულ მომავალს და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს საქართველოში პოლიტიკური პარტიების როლში გვევლინებიან, “გამჭვირვალობის შესახებ კანონი” კი სწორედ დასავლეთისთვის შექმნილი ამ უხერხულობის მოხსნას ემსახურება.

საქართველოში არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაცია. ზღვარი, რომელიც უნდა არსებობდეს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ქვეყანაში წაშლილია. არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური ორგანიზაციები, უბრალოდ სახელები აქვთ სხვადასხვა და ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რაც სრული კატასტროფაა, რა თქმა უნდა, უმრავლესობა არ ასაჯაროებს და არავის არ მიუწვდება ხელი იმასთან დაკავშირებით, თუ ვისგან ფინანსდება, რა კონკრეტულ პროექტები იხარჯება და ეს უხერხულობები რაც იქმნება და რაც უქმნის დასავლეთს ჩვენთან, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ურთიერთობაში უხერხულობას. რა თქმა უნდა, აღნიშნული კანონპნროექტი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ეს უხერხულობები მთლიანად იყოს მოხსნილი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დაველოდოსთ, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა😎🤓🤓🤓” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ მინიშნებებს აკეთებს: "ბოლო...

“აშკარად ჩანს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიცია არეულია” – კახა კალაძე

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, რადგან...

“ტრამპმა უბრალოდ სამიოდე თვით გაითამაშა “მშვიდობისმყოფელის” როლი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აშშ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ თავის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...