,,ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე სტატუს აქვეყნებს, სადაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ, კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს და საზოგადოებას კონკრეტული გადაწყველილება-ქმედებისკენ მოუწოდებს:
,,ტიპს საკუთარი სახლებიც კი ოფშორული კომპანიების სახელზე აქვს გაფორმებული.
ოფშორებში რომ გამჭვირვალობა მოსთხოვეს, აქ მიაღებინა კანონი, რომ აქტივები გადასახადების გადაუხდელად შემოიტანოს და დამალოს –
(აი, თქვენ რომ 300 ლარიან გზავნილზე იხდით, ის 300 მილიონზე არ იხდის) –
ხოდა ეს ტიპი ჩვენ – უბრალო ხალხს – გვეუბნება, სათანადოდ გამჭვირვალეები არ ხართო.
ეს იმისთვის, რომ გვახსოვდეს, რამდენად უტიფარია ოლიგარქი, რომელმაც ჩვენი სახელმწიფო მიიტაცა და ქართველ ხალხს ევროკავშირის კარი ჩაუკეტა. რუსი, რომელმაც მომავალი წაგვართვა…
26 ოქტომბერს ეს ქვეყანა უნდა დავიბრუნოთ”, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე